0 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ მაკედონიაში, სკოპიეს აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია განახორციელა

კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ მაკედონიაში, სკოპიეს აეროპორტის 2500 მეტრი სიგრძისა და 60 მეტრი სიგანის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია განახორციელა.

პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 5,5 მილიონი ევრო შეადგინა, კომპანიის მანქანა-მექანიზმებისა და ადამიანური რესურსის ჩართულობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში 45 ქართველი იყო დასაქმებული.

 

“ბლექ სი გრუპი“ 2005 წელს დაფუძნდა და დაარსების დღიდან, კომპანიის პარტნიორი და განვითარების მხარდამჭერი თიბისია. დაარსებისთანავე კომპანიის მიზანი ქვეყნის ამორტიზებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა და კეთილმოწყობა იყო. შედეგად, „ბლექ სი გრუპმა“, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, როგორებიცაა: თბილისის და ქუთაისის აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენი ზოლების მოწყობა, ქუთაისის ავტობანის მშენებლობა, ბაკურიანში საბაგირო გზის - „კოხტას“ მშენებლობა, ახალი საბაგირო გუდაურში და სხვა. „ბლექ სი გრუპისა“ და თიბისის თანამშრომლობის ფარგლებში, ამჟამად ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობა და ლისზე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

„ბლექ სი გრუპის“ მფლობელობაშია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მობილური საწარმო–ტექნოლოგიური ბაზები, რომელთა მობილიზებაც, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერ რეგიონშია შესაძლებელი. კერძოდ: ასფალტის ქარხნები, სტაციონალური და მობილური ქვის სამტვრევი დანადგარები, ბეტონისა და მობილური ბეტონის ქარხნები, ბეტონის კონსტრუქციების ქარხანა, ბეტონის ნაკეთობათა, ქვაფენილისა და ბორდიურების საამქრო, სპირალური მილების საამქრო, ხარისხის კონტროლის შესამოწმებელი თანამეროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია.

 

კომპანიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა პერსონალის მუშაობისა და დასვენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. სამუშაო ლოკაციებზე კეთილმოწყობილი საცხოვრებელი და საოფისე კემპები, ასევე კვების ობიექტები ფუნქციონირებს. კომპანიაში მოქმედებს ტექნიკური პერსონალის ტრენინგებისა და სწავლების ბაზა, სადაც თანამშრომლები და დამწყები სპეციალისტები სხვადასხვა სპეციალობას ეუფლებიან.   

 

“კომპანია „ბლექ სი გრუპი“ 17 წელია აქტიურად ემსახურება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამ წლების განმავლობაში, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზება დამკვეთისთვის. სწორედ ამ მიდგომამ გაზარდა კომპანიის მომსახურებაზე მოთხოვნა და ახლა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაშიც თიბისის როლი, როგორც ყველაზე სანდო ფინანსური პარტნიორის, უმნიშვნელოვანესია“, - გოგა კალანდაძე, კომპანია „ბლექ სი გრუპის“ დამფუძნებელი.

 

ინფრასტრუქტურის სექტორს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ფორმირებაში დღეს ერთ-ერთი წამყვანი როლი უკავია. სწორედ ამიტომ, აღნიშნული მიმართულება თიბისისთვისაც ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც მთელი ქვეყნისთვის. თიბისის მხარდაჭერით, ბოლო 2 წლის მანძილზე, ქვეყანაში ჯამში 570 კილომეტრი სიგრძის გზა, 51 კილომეტრი სიგრძის გვირაბი და 42 კილომეტრი სიგრძის ხიდი აშენდა. რაც შეეხება „ბლექ სი გრუპთან“ პარტნიორობას, 17 წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, დღემდე კომპანიისთვის ჯამში 1 მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის დაფინანსება გვაქვს გაცემული, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის საქმიანობის ხარისხი იმდენად განვითარდა, რომ საქართველოს ფარგლებსაც გასცდა. ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთ კომპანიასთან პარტნიორობა, რომელიც ქვეყნის ინფრასტრუქტურას აუმჯობესებს და ქალაქებს შორის მიმოსვლას მარტივსა და კომფორტულს ხდის, რაც მნიშვნელოვნად ავითარებს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...