0 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა MSME ბიზნესის მხარდასაჭერად EBRD -ისგან 20 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების, განსაკუთრებით კი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა, მის ერთგული და სანდრო  პარტნიორისგან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 20 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა.  მოზიდული თანხა საქართველოს ბანკს მისცემს შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ადგილობრივ საწარმოებს, რათა ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაზარდონ კონკურენტუნარიანობა, განახორციელონ ინვესტიციები საწარმოს მოდერნიზებაში, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიების დანერგვაში.

 

აღნიშნული დაფინანსება უზრუნველყოფილია EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დაფინანსების ინსტრუმენტია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს შორის. პროგრამის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ ბიზნესებს, გააუმჯობესონ  კონკურენტუნარიანობა, დააკმაყოფილონ ევროპული სტანდარტები, განახორციელონ ინვესტიციები მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. პროგრამის ბენეფიტი ასევე გახლავთ ის რომ, დაფინანსების გარდა, ბიზნესები  მიიღებენ წამახალისებელ გრანტებს და უფასო ტექნიკურ დახმარებას მაღალი დონის საერთაშორისო კონსულტანტებისგან, რომლებიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

 

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, რათა გაძლიერდნენ, გაფართოვდნენ, გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. დღეს საქართველოს ბანიკსა და EBRD-ის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო.  EBRD აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივ ბიზნესებს და ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ბანკი, 2016 წელს, გახდა პირველი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც შეუერთდა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამას. ჩვენი მიზანია, დავაკმაყოფილოთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მრავალფეროვანი საჭიროებები და დავეხმაროთ მათ, საკუთარი საქმიანობა მოიყვანონ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში. ეს დაფინანსება მხარს უჭერს ამ მიზანს და, რაც მთავარია, დიდ აქცენტს აკეთებს გარემოსდაცვით, მწვანე ინიციატივებზე. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ის მთელ გუნდს გაწეული ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სულხან გვალიამ.

 

„ჩვენ გვაქვს ძალიან გრძელვადიანი თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან, რომელიც 20 წელზე მეტს ითვლის. წლების განმავლობაში ჩვენ ერთად ვმუშაობდით ახალი პროდუქტების განვითარებაზე,  დღეს კი ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას 20 მლნ დოლარის ფინანსურ რესურსზე მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშესაწყობად. ეს პროგრამა ასევე მოიცავს საგრანტო კომპონენტს, რომელიც ფინანსურად მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ“- განაცხადა EBRD ის პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ.

 

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის EBRD-ს ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, 270 პროექტში, 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ამ ინვესტიციების 81 პროცენტი კი კერძო სექტორზე მოდის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...