0 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველი, კომაროვის STEM ბანაკი დაიწყო

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია განათლების მხარდაჭერასა და ტექნოლოგიური პროფესიების პოპულარიზაციას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკი და  კომაროვის სკოლა ერთობლივ პროექტს ახორციელებენ, რომლის ფარგლებშიც X და XI კლასის 60 მოსწავლე საქართველოში პირველ, კომაროვის STEM ბანაკში გაემგზავრა.   

 

ეს იმას ნიშნავს რომ, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებებით დაინტერესებული მეათე და მეთერთმეტე კლასის 60 მოსწავლე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც შესარჩევი ეტაპების გავლის შემდეგ შეირჩნენ, ბრიტანული საზაფხულო სკოლების მოდელზე დაფუძნებულ STEM ბანაკში იღებენ მონაწილეობას. მოსწავლეები ძირითადად რეგიონების სკოლებიდან შეირჩნენ და ისინი ზაფხულის არდადეგების ერთ კვირას ბაკურინაში, საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარებენ.

 

ბანაკში მოსწავლეები 19-დან 26 ივნისის ჩათვლით შეხვდებიან STEM მიმართულებებით ქვეყნის გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებს; გაიღრმავებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას; გაიცნობენ მსგავსი ინტერესების მქონე მოსწავლეებს მთელი საქართველოდან; დაკავდებიან სხვადასხვა ფიზიკური და გასართობი აქტივობით.

 

STEM ბანაკში მოსწავლეები მოისმენენ ლექციებს მათემატიკის ირგვლივ. კონკრეტულად კი თამაშთა თეორიაზე, ალბათობასა და სტატისტიკაზე, კომბინატორიკაზე; მათემატიკის ისტორიაზე. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ მათემატიკურ ვიქტორინაში. მოსწავლეები ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო კარგად გაერკვევიან თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი, Meta და მისი მომავალი, ასევე, ალგორითმული ექსპერიმენტები. 24 ივნისს კი მათთვის ჩატარდება ტექნოლოგიების დღე, სადაც მოისმენენ კიდევ უფრო მეტს ინჟინერიასა და რობოტიკაზე, მომავლისა და ტექნოლოგიურ პროფესიებზე.

„კომაროვის სკოლასთან  ერთად STEM ბანაკის ორგანიზებით მოგვეცა შესაძლებლობა,  ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს მათი ინტერესების კიდევ უფრო გაღრმავებაში, მათვის საინტერესო მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებაში. საქართველოს ბანკისათვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, განათლების და კარიერული განვითარების მხარდაჭერა, განსაკუთრებით ტექნოლოგიური, მომავლის პროფესიების შერჩევისას, უცვლელი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.  საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო პროექტებს და გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კუთხით“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

„კომაროვის ზაფხულის სკოლა ინოვაციური პროექტია, რომელიც აგებულია ბრიტანული საზაფხულო სკოლის მოდელზე, თუმცა ადაპტირებულია ჩვენი მოსწავლეების ინტერესებთან და საჭიროებებთან. ბანაკის მიზანია მომავალი STEM ლიდერები აღმოჩენა და ახალი შესაძლებლობების შექმნით მათი ტალანტის რეალიზების ხელშეწყობა. სკოლაში მთავარი აქცენტი მათემათიკის, ფიზიკის, ქიმია-ბიოლოგიისა და ტექნოლოგიების სპეციალური, საინტერესო და ექსპერიმენტული ფორმით სწავლებაზეა გაკეთებული. მთელი პროგრამა ორინეტირებულია, რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ რამდენად მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია ეს დისციპლინები“,- განაცხადა გიგი გიორგაძემ, STEM ბანაკის ორგანიზატორმა.

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ახალაგაზრდების მოტივირება, პროფესიის შერჩევის დროს მათ მხარდაჭერას და ტექნოლოგიურ პროფესიებზე ცნობადობის ზრდას. სწორედ ამიტომ, კომაროვის STEM ბანაკს ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკი უწევს. მასში მონაწილეობა ყველა შერჩეული მოსწავლისთვის უფასოა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...