0 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ბანკისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით,  ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსის განაცხადების მიღება დაიწყო.   კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ:  https://go.usa.gov/xHmfF

 

აპლიკაციების მიღება 2022 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება.

 

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამის კანდიდატთა შერჩევას  საქართველოში აშშ-ის საელჩო აწარმოებს. ფულბრაიტის  სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს ბანკი.

 

პროგრამის თანადაფინანსება საქართველოს ბანკის მხრიდან ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს. წარმატებული სტუდენტი, რომელიც დაინტერესებულია სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებით განაგრძოს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  აშშ–ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება.

 

„საქართველოს ბანკის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე  კომპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა,  მიიღოს საუკეთესო განათლება. ამ მიზნით ბანკი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, არაერთ  სასტიპენდიო თუ საგანმანათლებლო  პროექტს უჭერს  მხარს.  ბანკი ყოველ წელს, ერთ ნიჭიერ ახალგაზრდას, მას, ვისაც სურვილი აქვს გაემგზავროს აშშ-ში ორი წლით, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სხვადასხვა მიმართულებით, (მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების, საინჟინრო, ინფორმაციული ტექნოლოგიები) ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშშ-ში უკვე გაემგზავრა 7 საუკეთესო სტუდენტი და წელს უკვე მერვე გაემგზავრება.  ჩვენ არ ვჩერდებით და ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ვაგრძელებთ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მხარდაჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის:

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას თბილისში აშშ საელჩო უწევს. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელს მსოფლიოში.  პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა აშშ-ში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე, მათ შორის, ბიზნესის ადმინისტრირებაზე, სურს. პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან სახელმწიფოთა ნობელის პრემიის ლაურეატები, სახლემწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.

 

საქართველოს ბანკის სხვა სასტიპენდიო პროგრამებზე ინფორმაციის მისაღებად კი ეწვიეთ ბმულს: https://www.csr.ge/ka

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...