0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისისა და კომპანია „ფერის“ პარტნიორობის ფარგლებში, „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანა დასრულდა

თიბისის მხარდაჭერით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში „ხობი 2 ჰესის“ 7 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის გაყვანა დასრულდა. პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილის განხორციელებას კომპანია „ფერი“ უზრუნველყოფს. დამფუძნებლები კი, „ფერისთან“ ერთად, ისეთი მსხვილი კომპანიები არიან, როგორებიცაა: „კავკასუს როად პროჯექტ“, „მეიდანი” და „ჯი დი ენერჯი“.

 

პროექტის ჯამური ინვესტიცია 84 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 28 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

„ხობი 2 ჰესის“ სიმძლავრე - 46.7 მეგავატი, წლიური გამომუშავება კი 195 გვტ/სთ-ია. პროექტი 2015 წელს დაიწყო და ის 2023 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.

 

„კომპანია „ფერი“ 3 ათწლეულზე მეტია ბაზარზე ოპერირებს. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ქვეყანასთან ერთად გავიარეთ ზრდისა და განვითარების გზა. დღეს ჩვენი პორტფელი, ისეთი ერთგული პარტნიორების მხარდაჭერით, როგორიც თიბისია, ათეულობიით პროექტს აერთიანებს როგორც ენერგეტიკის, ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. განვითარების პროცესში, ჩვენი მიზნები და სურვილები მუდმივად უცვლელი იყო. ერთ-ერთი ასეთი მიზანია ქვეყანა ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგორესურსზე და მაქსიმალურად ავითვისოთ საკუთარი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ენერგეტიკის სექტორში ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები. „ფერის“ ჩართულობით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები დღეს 150 მეგავატს აგენერირებს. ამასთან ერთად, ჩვენს პორტფელში არაერთი მიმდინარე თუ სამომავლო პროექტია გაწერილი, რომელთა რიცხვშია „ხობი 2 ჰესის“ მიმდინარე პროექტიც. ჯამში, მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, ვგემგმავთ, რომ ჰიდრო რესურსის დახმარებით - 250, ქარის რესურსით - 200, მზის ენერგიით კი 50 მეგავატი გამოვიმუშაოთ“, - ლაშა იორდანიშვილი, „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ გაიუმჯობესოს ენერგოუსაფრთხოება და შეამციროს იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება. ამისათვის, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ არსებული განახლებადი რესურსი, რაც საქართველოში უხვად მოგვეპოვება. აღნიშნული რესურსის ათვისებას კომპანია „ფერი“ წარმატებით უზრუნველყოფს, რომლის პარტნიორიც, დაფუძნების დღიდან თიბისია. თიბისის მიერ „ფერისთვის“ დღემდე გაცემული დაფინანსება ჯამში 40 მილიონ დოლარს შეადგენს. „ხობი 2 ჰესის“ მიმდინარე პროექტთან ერთად, ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის დასტურია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, 108 მეგავატი დადგმული სიმძლავრის „დარიალი ჰესი“. ასევე, 5 ჰიდროელექტროსადგური, რომელიც უკვე ოპერირებს და რომლის ჯამური სიმძლავრე 37,2 მეგავატია“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

თიბისის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სექტორში ჯამში 260 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც თიბისის სასესხო პორტფელი 200 მილიონ დოლარამდე შეადგენს. ბანკის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ჯამური დადგმული სიმძლავრით 267 MW 30 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული. შედეგად, თიბისის ბაზრის წილი ენერგეტიკის სექტორში 80%-ია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...