1 1 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"მედპერსონალის დაინფიცირება და კლინიკების დაკეტვა თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა მაშ რა ჯანდაბად გვჭირდება ეს მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები?"

ენმ-ის წევრი, რუსუდან ცირეკიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“რა უხერხულია, რა უხერხულია…

12 პროცენტია დაინფიცირებული მედპერსონალი, რა მოხდა მერე, საშუალო მაჩვენებელიაო 

ბატონო ამირან, იტალიაში, ამერიკასა და ა.შ. მედპერსინალი ინფიცირდება ასობით მძიმე პაციენტთან ურთიერთობის შედეგად, მათი მკურნალობის პროცესში.

სულ 580 ინფიცირებულია გამოვლენილი ქვეყანაში, აქედან 20 ია მხოლოდ მძიმე და რამდენიმე კლინიკაში გადანაწილებული ჰოდა 73 ექიმი და ექთანი რომ დაავადდა, ეს შემთხვევით იმის ბრალი ხომ არაა, რომ ათასობით უსიმპტომო ინფიცირებული გვყავს და მათი გამოვლენა რომ არ მოხდა, ეს თქვენი დამსახურებაცაა მათ შორის?

რატომ გადაეფარეთ მთავრობას, რომელმაც სწრაფი ტესტორება ანუ რისკ ჯგუფების სკრინინგი დროულად ვერ უზრუნველყო, და რატომ აპრავეთ სრულიად სამარცხვინოდ? რატომ აპრავეთ ის, რომ მედპერსონალი არაა სათანადოდ ეკიპირებული და დაცული?

მედპერსონალის დაინფიცირება და კლინიკების დაკეტვა თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა მაშ რა ჯანდაბად გვჭირდება ეს მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები?

კოვიდით ამოხოცვის არავის გვეშინია, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი რომ არ მოხდეს, მაგიტომ მოგეცით თავის დროზე თანხმობა შემოგეღოთ საგანგებო მდგომარეობა (ამ დრაკონულ შეზღუდვებზე თანხმობა არ მოგვიცია).

ბატონო ამირან თქვენ ხომ კლინიცისტი იყავით ერთ დროს, ჰოდა გეკითხებით, რა ვუყოთ ათასობით სხვა, არა კორონაინფიცირებულ ავადმყოფებს, რომლებიც ვერ იღებენ დროულ და ადექვატურ სამედიცინო მომსახურებას?
თქვენ ხომ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა შედეგები მოჰყვება ამას?
ინგლისელმა მკვლევარებმა იანგარიშეს და 6700 ით მეტ ონკოდაავადებით სიკვდილს ელოდებიან წლის განმავლობაში.
ანგარიშს არავინ გთხოვთ, მაგრამ ამაზე ფიქრობს ვინმე მანდ, რაღაც “შტაბში”?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები