0 1 : 4 7
 | 

სოც. მედია

ნიკა გვარამია: „სააკაშვილზე რაც არ უნდა თქვას გაბუმ, ის მაინც ახალი ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელ მამად დარჩება“

გიორგი გაბუნიას მონოლოგს, მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამიაც   ეხმაურება წერს:

„რამდენიმე სიტყვა გაბუნიას მონოლოგზე:

მიშა სააკაშვილზე რაც არ უნდა თქვას გაბუმ, ის მაინც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფიგურად და ახალი ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელ მამად დარჩება. და ვერც გაბუნიას გინდა სტატუსი და გინდა დამსახურებები ვერ წაართმევს უფლებას, პასუხი გასცეს ჟურნალისტის მოსაზრებას. “დაბრუნდება ერთპიროვნულ მმართველად” ნამდვილად შეფასებაა და მოიცავს იმის აღიარებას, რომ სააკაშვილი ერთპიროვნული მმართველი იყო. ეს ნამდვილად ღირს კამათად და სააკაშვილის ადგილზე მეც ჩავთვლიდი, რომ მკვახე პასუხს იმსახურებს.

გაბუზე რაც არ უნდა თქვას მიშა სააკაშვილმა, ის მაინც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, ნიჭიერ და საინტერესო (თუ ყველაზე არა) ჟურნალისტად დარჩება, რომელსაც ბევრად მეტი აქვს გაკეთებული ივანიშვილის დიქტატურის წინააღმდეგ, ვიდრე ამ ქვეყნის მოსახლეობის 99%ს. მათ შორის, სააკაშვილის პარტიის შარვლიდან ამომხტარ ზოგიერთ წევრს ცალცალკე და ერთად (აი იმათ, ახლა იმაზე რომ გაუსკდათ ალბათ გული, რომ სააკაშვილის პარტია დავარქვი ენმ-ს). თან ზუსტად იმ წევრებს, რომლებსაც, გაბუნიას რომ არ დასიზმრებია, ისეთები აქვთ ნათქვამი სააკაშვილზე და ივანიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული – დიდი არაფერი, ან საერთოდაც არაფერი.

და მთავარი: რაც არ უნდა თქვან ზემოხსენებულმა პატივსაცემმა პერსონებმა ერთმანეთზე, ეს მთავარი არხია და აქ თავისუფალი ხალხი ვმუშაობთ. თუ თავისუფალი ხალხის თავისუფალი აზრი თქვენთვის აუტანელია, საკუთარ შეფასებაში თუნდაც მძაფრ კრიტიკას ცდებით და საკუთარი აზრის გამოთქმისთვის ავტორის დასჯას ითხოვთ, ესე იგი, თავისუფლების მტრები ხართ და ქოცები (გინდა მიშას მომხრე, გინდა ილია ჭავჭავაძის, თავისუფლების ვერ ამტანი ყველა ქოცია). ჩვენი არხი ქოცებს ამის გამო ებრძვის, და არა იმიტომ, რომ ქოცები ქვიათ ან ბიძინას უჭერენ მხარს. თავისუფლების ვერ ამტანნი ხელისუფლებაში ნამდვილად არ უნდა მოვიდნენ (მეც შემეძლო მეხმარა სიტყვა დაბრუნდნენ, მაგრამ არაკორექტული იქნებოდა ნამდვილად და უსამართლო), ვისი მომხრეებიც არ უნდა იყვენენ.

ps დანარჩენი რაა საკამათო გაბუნიას მონოლოგის შინაარსში, დიდად ვერ ვიგებ. მით უფრო, რომ საკუთარ საავტორო გადაცემაში, საკუთარ საავტორო ტექსტში, ადამიანი საკუთარ მოსაზრებას როცა ამბობს და არა სხვისას, ან კოლექტიურს, ან, უარესი, გადაწყვეტილებას აცხადებს, რომ ასე იქნება აუცილებლადო.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:45

    "უარი მითხარით გეთანაშრომლათ ჩემთან და იძულებული ...

    მალხაზ მაჩალიკაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:“ასე ვთქვათ ჩემმმა გამგზავრებამ ქოცებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მინდა შეგახსენოთ ის ადამიანიბი ვისთანაც შეხვედრები მქონდა პირველი წინამღდეგები არიან რასაც ...

  • 14:32

    ერეკლე კუხიანიძე გავრილოვის ვიზიტზე:“სტუმარს შეურ...

    თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:“ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო იმ ავბედით ”გავრილოვის ღამეს”…ეს იყო ერთ ერთი სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში…. და არა მარტო ი...

  • 14:50

    გიორგი მასხულია: რა დღე გამითენე, რატო ვერ მოერიე ...

    დიზაინერი გიორგი მასხულია ინგა სიორიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:"რა დღე გამითენე ეს, რა გინდოდა რააა, რატო ვერ მოერიე ამ ბრძოლას შენ ხო მებრძოლი იყავი, სად წახვედი, არ მჯერაააა...

  • 11:29

    მორიგი თაღლითური სქემა - ტურისტებს ბარში შამპანურს...

    ტურისტებს ბარში შამპანურისა და ორი ლუდისთვის 3103 ლარი გადაახდევინეს – ამის შესახებ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ალექსანდრე გიორგაძე წერს.ალექსანდრე გიორგაძე წერს, რომ თავდაპირველად ბარში ტ...

  • 12:55

    გიორგი კეკელიძე: „თუ ბიჭებს არ ვასწავლეთ, რომ გოგო...

    გიორგი კეკელიძე სამტრედიაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და წერს :„ერთი დღით ადრე, სანამ ახალგაზრდა ქალს ქმარი თუ ქმარყოფილი ყელს გამოჭრიდა, იმ სოფლის სკოლაში წიგნები ჩავიტანეთ.ახლა ვფიქრობდი, რომ ის ...

  • 11:48

    „ნიკა ჩემთან მინდოდა მომეყვანა პარტიაში, ვეღარ მოვ...

    „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან ერთადაა.  როგორც ნიკა მელია წერს, შალვა ნათელ...

  • 11:22

    იუნა შაფათავა: "რომელი სჯობს, გეკითხებით? ტრაკის ლ...

    ეპატაჟური მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქალებს მიმართავს:"ერთი კითხვა მაქვს ყველასთან, ქალებთან:არჩევანი რომ გქონდეთ, სხვა ქვეყანაში სამსახურის, რას გააკეთებდით:იქნებოდი...