1 2 : 5 9
 | 

სოც. მედია

"გია,ძმაო,ეს მოღალატეები მოშორდებიან და ჩვენ აუცილებლად დავლევთ შენს შესანდობარს სოხუმში,ლაგვილავას ქუჩაზე,ახალ რაიონში..."

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში საქართველოსა და უკრაინის ომის მონაწილის, გია ცერცვაძის გარდაცვალებას ეხმაურება. სააკაშვილი მასთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს.

“გია ცერცვაძე ბოლოს კიევში ვნახე სუფრაზე, რომელიც მივუძღვენი მის ციხიდან გათავისუფლებას. მანამდე ბევრჯერ ვიყავი მის სასამართლო პროცესებზე… ისე კი, გავიცანი ჩემს კიევურ ბინაში, სადაც სხვა მებრძოლებთან ერთად მოვიდა. ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ ძალიან ღრმა შთაბეჭდილებას ახდენდა. მისი, ისევე როგორც სხვა მებრძოლების პირადი მონაცემები, წულუკიანმა გადასცა რუსეთს. მას შემდეგ, რუსეთი იყენებს ამ მონაცემებს ინტერპოლში და ჰააგის ტრიბუნალისთვის.
არაუშავს, გია, ძმაო, ეს მოღალატეები მოშორდებიან და ჩვენ აუცილებლად დავლევთ შენს შესანდობარს სოხუმში, ლაგვილავას ქუჩაზე, ახალ რაიონში…” – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს და უკრაინის ომის მონაწილე გია ცერცვაძე დაიღუპა. ცერცვაძე ლიმფომის მძიმე ფორმის დიაგნოზით ერთი წლის განმავლობაში მკურნალობდა კიევში. ისრაელში, ამერიკაში ან ევროპაში მკურნალობის გაგრძელება მძიმე სენის დასამარცხებლად ერთადერთი შანსი იყო, მაგრამ რუსეთის მიერ ინტერპოლით ძებნილი ქართველი გმირი საზღვარს ვერ გადაკვეთდა.

გია ცერცვაძე ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა. 2007 წლიდან ის შიდა ქართლში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 23:42

    ,,კირკიტაძეზე რომ დუმდით, იმიტომ მივიღეთ დღეს არა ...

    "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:ასე ღერა-ღერად ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას ციხეში რომ გაისტუმრებ, არასამთავრობო სექტორი წესით ...

  • 14:36

    “ხაზარაძემ მიიღო ივანიშვილის გამოწვევა და მას სრულ...

    მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი ეხმაურება. “დღევანდელი გადაწყვეტილებით მამუკა ხაზარაძემ მიიღო ბიძინა ივანიშვილის გამოწვევა და მას სრულმასშტაბიან ბიზნეს-...

  • 10:42

    ,,სულერთია ამ შემთხვევაში ჩემი გენეტიკური ტესტის ...

    საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში თავისი ეთნიკური წარმომავლობის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით ის 99%-ით ქართველია, 1%-ით კი ბერძენი. განცხადებას საზოგადოების ...

  • 10:35

    სააკაშვილი - წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული, ც...

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული”-ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან ...

  • 16:05

    ჯაბა ყველაშვილი - ქუდს, რომელიც ფოტოზეა, აწერია R...

     გავცელდა ინფორმაცია, რომ მოჭიდავე ჯაბა ყველაშვილს ქუდზე RUSSIA აწერია, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებლები დიდი აგრესიით გამოეხმაურნენ. ფაქტს უარყოფს თავისუფალი სტილით მოჭიდავე დ...

  • 14:20

    „საპენსიო ფონდში დაგროვებული 41 მილიონი ლარიდან 60...

    ზვიად ხორგუაშვილი სოციალურ ქსელში საპენსიო ფონდის შესახებ წერს. მისი მოსაზრებით, ხელფასებიდან ჩამჭრილი 41 მილიონი ლარიდან დაახლოებით 600 000 უკვე ინფლაციამ შეჭამა :„სავალდებულო საპენსიო თანხა რომ ჩამო...

  • 23:25

    10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეთ მერწყული...

     1.   მერწყული სამმაგი ძალითაა აღჭურვილი -  ასტროლოგიურად რომ ვთქვათ, იგი უძლეველია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მერწყული ჰაერის ნიშანია და ძლიერ გონებას ფლობს. მეორე იმიტომ, რომ იგი ...