1 7 : 0 6
 | 

სოც. მედია

“ბატონებო, მატყუარაა ეს კაცი! მან გაგამათხოვრათ ხალხო!”

“ეს არ არის პოლიტიკა, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს. ეს არის ერთი ადამიანის ნება-სურვილზე დამოკიდებული დანარჩენი ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია მხოლოდ მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე”-აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიას” წევრი, დავით ნებიერიძე.

ამ პარტიას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ესმის რა არის სახელმწიფო, როგორ იმართება ის და რა განაპირობებს სახელმწიფოებრივი განვითარების წარმატებას.

ეს ადამიანი სხვა პლანეტიდან არის, სხვა სამყაროდან არის. უბინძურესი რუსული სამყაროდან, მ,ე არ ვიცი რა იქნება საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ ვიცი ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ემზადება უბინძურესი თამაშისთვის, რაც ძალიან მალე გამომჯღავნდება. პირველ რიგში ეს იქნება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობა და მეორე, სუსისა და დანარჩენი ძალოვნების ბინძური ჩარევა არჩევნებში.

როგორ უნდა დაიჯეროთ ბიძინა ივანიშვილის კეთილი ზრახვების, რომელმაც გაგამათხოვღათ და გაგაღარიბათ ხალხო! რომელმაც საყდრისი აგიფეთქათ მხოლოდ იმიტომ, რომ ფული ეშოვა. მისი ყველა განცხადება და ქმედება ახლა ძაფზე ჩამოკიდული ძალაუფლების შენარჩუნებას უკავშირდება. დაიწუწუნა-გუნდიდან არავინ არ მიცავსო..ბოდიში მას სულ ცალ ფეხზე ჰკიდია მისი გუნდის თითოეული წევრი, უბრალოდ მან კარგად გააცნობიერა, როგორც იქნა, რომ ყველაფერზე რაც ქვეყანაში ხდება, უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად მას და ეს არის მისთვის შიშის მომგვრელი. სწორედ ამის გამო დაიწყო მან ნაბიჯ-ნაბიჯ პოლიტიკაში შემოსვლა, რომ გარანტიები ჰქონდეს. გარკვეული ინდულგენციის მაგვარი ჰქონდეს. ბატონებო, მატყუარაა ეს კაცი. კიდევ ერთხელ გატყუებთ, კიდევ ერთხელ გაყრით თვალებში ნაცარს”-აცხადებს  დავით ნებიერიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:20

    "ვალების ჩამოწერა არავითარ კავშირში არ იმყოფება და...

     "რუსთავი 2"ის გენერაალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს : "რას ნიშნავს 2000 ლარამდე ვალების ჩამოწერა?1. ისედაც ამოუღებელი და ხელჩაქნეული ვალების განულებას2. არავითარ კავშირშ...

  • 13:36

    "გია,ძმაო,ეს მოღალატეები მოშორდებიან და ჩვენ აუცილ...

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში საქართველოსა და უკრაინის ომის მონაწილის, გია ცერცვაძის გარდაცვალებას ეხმაურება. სააკაშვილი მასთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს.“გია ცერცვაძე ბოლოს კიე...

  • 23:40

    “ქალბატონო სალომე, ნამუსი სულ დაკარგეთ? რა სამარცხ...

    მოქალაქე ნათია ხასრაშვილი სოციალურ ქსელში წერს:"ქალბატონო სალომე, ნამუსი სულ დაკარგეთ? ხატია ბუნიათიშვილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის “48 საათი საქართველოში” პოსტერს ასაღებთ თქვენს მხარდაჭერად? დარ...

  • 15:11

    ,,ვიგებთ :) "- თამარ ლეკვეიშვილი ...

    საოცარი გარდასახვა  - ფაქტია, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს საუკეთესო გრიმიორები და მსახიობები ჰყავს. დღეს "ვანოს შოუს" მაყურებელი ახალ გმირს იხილავს. შოუში ვასო ფხაკაძე გრიგოლ ვაშაძედ გვევლინებ...

  • 18:28

    "შენს მდგომარეობაში არაერთი ქართველი აღმოჩენილა, ი...

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია Facebook-ზე  ბერას მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება ;„რაც შეეხება ამა ქვეყნის ერთი ნაწილის შურს, ბოღმას, უმადურებას, დაუნახაობას და კიდევ მრავალ ს...

  • 14:31

    "ენა ჩაიგდეთ! იურა მეჩითოვი ჩვენი მემატიანეა!"- ქ...

     რეჟისორი ქეთი დოლიძე იური მეჩითოვის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარებში წერს"„იურა, ისინი ყვირიან და ხავიან, ვინც ყველაზე კარგად იცის, რაც და როგორ მოხდა 9 აპრილს! ის ახსნან, ირაკლ...

  • 14:17

    „ზურაბიშვილის განცხადება არის საშიში… სულ გამოტვინ...

     სალომე ზურაბიშილის განცხადებას ანალიტიკოსი და ტელეწამყვანი გოჩა მირცხულავა აფასებს.„ქალბატონი ზურაბიშვილის საგანგებო განცხადება არის, რბილად რომ ვთქვა, საშიში. თუ ეს პირები იდენტიფიცირებულნი არი...