2 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,შემთხვევით, Naec.ge-მ მაგისტრანტების საგამოცდო საკითხების პასუხები წინასწარ გამოაქვეყნა"

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრმა შემთხვევით მაგისტრანტების საგამოცდო საკითხების პასუხები წინასწარ გამოაქვეყნა.

"მომავალო მაგისტრანტებო, ვინც B და C ვარიანტი უნდა წეროთ, საგამოცდო საკითხების პასუხები წინასწარ დაიდო ! (შემთხვევით):) "- წერენ სოციალურ ქსელსი და თან ურთავენ პასუხების  "სქრინშოტს".


გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება შემთხვევით გამოქვეყნებულ სწორ პასუხებთან დაკავშირებით"მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებიც B და C ტესტებს აბარებენ, ვთხოვთ, არ ენდონ ინფორმაციას, რომ ცენტრის ვებგვერდის მობილური, ანდროიდ ვერსიით აღნიშნული ტესტების სწორი პასუხების ნახვა იყო შესაძლებელი. ამ (ანდროიდ) ვერსიით სწორ პასუხებთან ერთად მართლაც ჩანდა დამატებითი 2 გვერდი, თუმცა ეს მონაცემები არ გახლავთ B და C ტესტების სწორი პასუხები (რაშიც ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტებისა და სწორი პასუხების გამოქვეყნებისთანავე).

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული მონაცემების, როგორც სწორი პასუხების გამოყენება ტესტზე მუშაობისას ერთმნიშვნელოვნად დააზარალებს მაგისტრანტობის კანდიდატს. 

✔️შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები