2 1 : 2 3
 | 

სოც. მედია

გიორგი მახარაძის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება

მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. მსახიობის  დასახმარებლად ქართველი მუსიკოსები გაერთიანდნენ. მომღერლბი საქველმოქმედო საღამოს შაბათისთვის აანონსებენ.

"Hello Joe - ში საქველმოქმედო საღამო, გიორგი მახარაძის დასახმარებლად

ჰელოუ ჯო-ში სხვადასხვა მუსიკოსები შეასრულებენ საკუთარ სიმღერებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ლაინაფი იყოს მრავალფეროვანი და საღამო გაგრძელდეს რაც შეიძლება დიდხანს. 

2017 წელს ვაცილებთ ყველაზე მაგარი ღონისძიებით რაც კი აქამდე ჩაგვიტარებია და ვაკეთებთ ყველაზე მაგარ საქმეს რაც კი აქამდე გაგვიკეთებია,"-
წერენ სოციალურ ქსელში

გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი გუშინ დაუსვეს, ის 3 იანვარს თურქეთში უნდა ჩავიდეს, თუმცა, ოჯახს მკურნალობისთვის საჭირო თანხები არ გააჩნია და საჭიროა დახმარება: დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი" ბანკის ანგარიშზე: GE16TB7747845061100065

კომენტარები

მსგავსი სიახლეები