0 5 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნათლისღება – ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაული

ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.

“ნაკურთხი წყალი – დიდი აიაზმა ოჯახებში მთელი წლის განმავლობაში უნდა იყოს შენახული და ყოველდღიურად, უზმოზე უნდა იღებდნენ მას.

სიტყვა – აიაზმა წარმოოიშვა ბერძნული სიტყვისაგან – „აგიოს“ – წმინდა; „მეგალი აიაზმა“ – ითარგმნება, როგორც „დიდი სიწმინდე“. ამიტომ ეს დიდი სიწმინდე ყოველ თვის უნდა გქონდეთ სახლში და მიიღოთ მადლი ღვთისა,”- უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (19 იანვარი, 2009 წ.).

ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები