0 9 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ქართველი მოჭიდავეების წარმატება სტამბულში

ჩამოტვირთვა

ქართველი მოჭიდავეები ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. სპორტსმენებმა სტამბულში გამართულ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისათვის აუცილებელი ხუთი ლიცენზია უკვე მოიპოვეს. საერთო ჯამში, მოჭიდავეებმა, მსოფლიო ჩემპიონატიდან, სამი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები, თავისუფალ ჭიდაობაში, დავით მოძმანაშვილმა, დემეტრე მარსაგიშვილმა და დავით ხუციშვილმა მოიპოვეს, ხოლო ვერცხლის მედლის პრიზიორი, ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში, მანუჩარ ცხადაია გახდა. გამარჯვებულ სპორტსმენებს დღეს წარმატება ოლიმპიურ კომიტეტში მიულოცეს. მისი თავმჯდომარე გია ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადამდე დარჩენილ პერიოდს მოჭიდავეები ნაყოფიერად გამოიყენებენ და ოლიმპიური თამაშებიდან კიდევ უფრო დიდი წარმატებებით დაბრუნდებიან. დღესვე, ტარდიციისამებრ, სპორტსმენებმა, ოლიმპიური კომიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კედელზე გამოკრულ ლიცენზიათა სქემაზე, თავიანთი მოპოვებული ლიცენზიებიც დააფიქსირეს და ავოტგრაფები დატოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები