მერაბ ნინიძე BIFA-ს ნომინანტებს შორისაა...
მსახიობი მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (BIFA) ნომინანტებს შორისაა. ქართველი მსახიობი ფილმ „კურიერში“, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის, საუკეთესო შესრულებისთ...
|
წელს პირველად, ყველისა და კულინარიის ფესტივალი გურჯაანში გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისათვის სხვადასხვა ღონისძიებაც მოეწყო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყველისა და სხვა აგროპროდუქტების გამოფენა იყო. მზარეულებმა ყველისგან კერძებიც კი მოამზადეს.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა გახსნეს.
„ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია და ბაზარზე დამკვიდრება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. გურჯაანის ყველისა და კულინარიის ფესტივალი კარგი შესაძლებლობაა, როგორც ფერმერებისთვის წარუდგინონ და გააცნონ ფართო საზოგადოებას საკუთარი პროდუქცია და მიიღონი მეტი შემოსავალი, ისე რეგიონის განვითარებისთვის, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმაგანაცხადა, ფესტივალი რეგიონში კულინარიის, როგორც დარგის პოპულარიზაციასისახავს მიზნად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებასაც.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი სახეობის როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ქართული ყველი და ყველისგან წარმოებული პროდუქტი, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, ნუგბარი და სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.
ფესტივალის ფარგლებში, ყველის მწარმოებლებმა, ქართველმა და უცხოელმა შეფმზარეულებმა ჩაატარეს მასტერკლასები, სადაც სტუმრებსყველისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიები გააცნეს. გაიმართა ხინკლის მოხვევის შეჯიბრი, რომელშიც კულინარიული კონკურსის Bocuse d’Or ფინალისტები მონაწილეობდნენ. საფესტივალო სივრცეში წარმოდგენილი იყო ეთნოკულინარიის სივრცე, სადაც სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმაკულინარებმა სტუმრებს მათი რეგიონის დამახასიათებელი და ტრადიციული კერძების მომზადების ტექნოლოგია გააცნეს.
ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა სხვადასხვა გასართობი აქტივობა ბავშვებისთვის, თემატური ფოტოების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. სტუმრების საზეიმო განწყობზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები ზრუნავდნენ. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რესტორატორები, კულინარები, სომელიეებიდა ტურისტები ესწრებოდნენ.ფესტივალის დასკვნით ნაწილში კიბოკუზ დოღის (Bocuse d’Or) ფინალისტების კულინარიული შოუც მოეწყო და თოთოეულმა კრეატიულად მოზმადებული ხინკალი შემოგვთავაზა.
მეღვინეობისა და საფესტივალო ქალაქი გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი პირველად გაიმართა და სტუმრებს ახტალას პარკში გაუმასპინძლდნენ. ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი პროგრამის „ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია“ ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით მოეწყო.
მსახიობი მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (BIFA) ნომინანტებს შორისაა. ქართველი მსახიობი ფილმ „კურიერში“, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის, საუკეთესო შესრულებისთ...
მას იცნობენ მთელს მსოფლიოში, მის გადაცემას ჰყავს უზარმაზარი აუდიტორია, არის წარმატებული და მდიდარი ქალბატონი. გთავაზობთ წარმატების ფორმულებს ოპრა უინფრისგან. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელ...
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი ხვალ, 27 ივლისს გაიმართება. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. აღნიშნულ სხდომაზე და...
რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის მეუღლე სვეტლანა შერბატიუკი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. სვეტლანას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა. აღნიშნულ ინფო...
დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს, ბიზნესოპერატორებს აცნობენ ახალი კო...
კარანტინის პერიოდში ყველაზე პოპულარული სერიალის "ქაღალდის სახლის" ერთ ერთ მთავარ პერსონაჟს, ინსპექტორ "რაკელ მურინიოს" ცოტა ხნის წინ, კორონავირუსი დაუდასტურდა. მსახიობმა მიმართვა ინსტაგრამის გვერდზე გ...
იანვარი 2021 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები