1 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ბათუმში ,,ფოლკლორის დღეები" დასრულდა

ფესტივალი ზღვისპირა ქალაქს ერთი წლით დაემშვიდობა

ერთი თვის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი  ”ფოლკლორის დღეებსმასპინძლობდა. ფესტივალი 29 ივლისიდან დაიწყო და კონცერტები ყოველდღიურად  ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან იმართებოდა.

ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში მოეწყო 22 აგვისტომდე გარძელდა. ღონისძიების ფარგლებში  24 კონცერტი გაიმართა, რომელშიც 40-მდე ანსამბლი მონაწილეობდა, მათ შორის, აჭარისა და თბილისის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მნიშვნელოვანია, რომ ”ფოლკლორის დღეები” საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

"ფოლკლორის დღეების" დასკვნითი კონცერტი ტრადიციულად, ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან გაიმართა. წვიმის გამო შემსრულებლები შემცირებული პროგრამით წარდგნენ. სცენაზე თბილისური ანსამბლი "ჩვენებურები", ხულოს მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ხიხანი" და უხუცესთა ანსამბლი "ბერმუხა" ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.

კონცერტებზე დასწრება შეეძლო ნებისმიერ მსურველს. ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, ბათუმის კულტურის ცენტრი და ბათუმის ბულვარი. ფესტივალი ზღვისპირა ქალაქს ერთი წლით დაემშვიდობა.

უნიკალური ქართული ფოლკლორი უცხოელი სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, კონცერტს 5 000 -მდე მაყურებელი ყავდა. შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ფესტივალის მიზანია ქალაქ ბათუმში ჩასულ სტუმრებს მიეცეთ ქართული ხალხური შემოქმედების გაცნობის საშუალებაფესტივალი ერთი წლით დაემშვიდობა ბათუმს“, - აღნიშნავენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:53

    მხატვარ დავით მურაჩაშვილის ნახატები სპეციალურად ყვ...

    მხატვარმა დავით მურაჩაშვილმა გადაწყვიტა დედისა და ქალთა დღე, რომელსაც მთელი მსოფლიო მარტში აღნიშნავს, ქალბატონებს მიუძღვნას და შემოქმედებითი სიურპრიზით მიულოცოს. ანუ, ყველა მსურველი, ვინც 1, 2 ან ...

  • 12:46

    ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი რეპერტ...

    თამარ მაყაშვილის სკადანლი - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატუ...

  • 21:13

    დავით ღვინიანიძე უკრაინელ ლტოლვილებს სახლს დაუთმო...

    ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...

  • 22:25

    დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში რევაზ ლაღიძის იუბილ...

    დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...

  • 15:47

    ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია...

    ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...

  • 20:32

    კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი...

      „კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი თბილისის ელიტა იყო. თბილისის ელიტას ვეძახი იმ ადამიანებს, რომელიც თბილისის მოსახლეობას უყვარს. რასაკვირველია, ყველას ყველა არ ეყვარება....

  • 09:02

    გარდაიცვალა მსახიობი მარინა ჯანაშია...

    71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ. მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთა...