0 7 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

აქანდაზში, ფეხსაცმელში, ჩაიდანში, ჩანთაში დამალული წამლები - აფთიაქები ფსიქოტროპული მედიკამენტებს ურეცეპტოდ ყიდნენ

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, მიმდინარე წელს, 62 აფთიაქში, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოავლინა. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფარმაცევტული დაწესებულებები უნებართვოდ და ურეცეპტოდ ახდენდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, რეგულირების სააგენტომ, ავტორიზებული აფთიაქებიდან, 11 341 684 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის, ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. 97 753 ერთეული, კი სააგენტომ იმ აფთიაქებიდან ამოიღო, რომლებსაც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ნებართვა არ გააჩნიათ.

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 14 ავტორიზებული აფთიაქიდან 8-ს ნებართვა გაუუქმა, 12 ფარმაცევტს კი საქმიანობის უფლება, 3 წლით, შეუჩერა.

აღნიშნული უკანონო ფარმაცევტული საქმიანობები, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, 6000-დან 16000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ასევე, კანონდარღვევის შესახებ, ინფორმაცია, გაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

ნათქვამია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    ,,მენიუ შედგენილი იყო მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე" ...

    კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში 9 მოვაჭრეს დარღვევის ფაქტი დაადგინა. "სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალებიდან დადგინდა, რომ შპს „ქიზილ 2023&ld...

  • 21:26

    სოფელ აძვთან, სანთლების ასანთებად სალოცავში წასული...

    სოფელ აძვიდან რუსმა ოკუპანტებმა მამა-შვილი ხვიჩა და გიორგი კორინთელები და მათივე თანასოფლელი გიორგი მელაძე გაიტაცეს.   მორიგი გატაცების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. სუს-ის განცხადე...

  • 17:49

    ,,მილიმეტრებით არის აცდენილი.. არის ხუთი, ექვსი და...

    მსახიობ კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის პირველი კადრები გავცელდა. კადრებს და ინტერვიუს “რ2”-ის გადაცემა კურიერი P.S- ი გთავაზობთ.    "კოსტა შენ დედას შ***” - ისმის ვიდეოკადრებშ...

  • 18:26

    უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა...

    ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა. "დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლ...

  • 11:03

    თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა...

    საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თენგიზ კიტოვანი 85 წლის ასაკში გარდაიცალა.  ინფორმაციას მისი ოჯახი სოციალურ ქსელში ავრცელებს. თენგიც კიტოვანი 1992-1993 წლებში ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელ...

  • 20:36

    რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე...

    სოფელ კირბალთან, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია. თამაზ გინტური კარალეთის სპეცრაზმის ყოფილი წევრი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი და ოფიცერი იყო. ამ...

  • 15:39

    ქარელში 22 წლის ბიჭმა 12 წლის გოგო ქორწინების მიზნ...

    ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 22 წლის ბიჭმა 12 წლის გოგო მოიტაცა და საკუთარ სახლში მიიყვანა, ქორწინების მიზნით. ბავშვი მასთან ერთად 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკ...