2 2 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მთავრობამ კლინიკებისთვის ახალი COVID-ტარიფები დაადგინა

საქართველოს მთავრობის 22 აგვისტოს გამოცემული 428-ე დადგენილებით კლინიკებისთვის ახალი COVID-ტარიფები დადგინდა. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, პაციენტი, რომელიც თერაპიულ ინტერვენციებს ექვემდებარება და არ იმართება რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მკურნალობა  950 ლარით ანაზღაურდება, ხოლო როდესაც პაციენტი სტაციონარული მკურნალობის განმავლობაში გარკვეული პერიოდი საჭიროებს ინვაზიურ და/ან არაინვაზიურ ვენტილაციას სიპაპით/ბიპაპით/მაღალი ნაკადის აპარატით რეანიმაციულ განყოფილებაში (ამასთან, რეანიმაციულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობა აღემატება თერაპიულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობას) − ანაზღაურდება 4500 ლარით; 

დადგენილების თანახმად, ტარიფი მოიცავს პაციენტის მკურნალობასთან ან/და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათ შორის, კვებას და ასევე სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და საკანცელარიო/ სამეურნეო ხარჯებს; 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ თუ პაციენტის სტაციონირება მოხდა სხვა მიზეზით, შემთხვევა ანაზღაურდება დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში, გათვალისწინებული პირობების, თანაგადახდის ოდენობისა და ლიმიტების შესაბამისად, ხოლო COVID-19-თან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება ტარიფის 50%-ის ოდენობით.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მარტიდან კოვიდის მართვაში მონაწილე კლინიკები ანაზღაურებას პაციენტზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით იღებენ. მანამდე სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს დატვირთვის მიუხედავად საწოლფონდში ფიქსირებულ ტარიფს უხდიდა და პაციენტზე გაწეულ ფაქტობრივ ხარჯს უნაზღაურებდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები