0 7 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მდგომარეობა რთულია, კომაშია" - 20 წლის ბიჭი, რომელსაც ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ნივთი დაეცა, მართვით სუნთქვაზეა

20 წლის ბიჭი, რომელსაც ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ნივთი თავის არეში მოხვდა, ოპერაცია ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩაუტარდა.
 ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის კომაში იმყოფება:

“პაციენტს ნეიროქირურგიული ოპერაცია წუხელ გაუკეთდა, დაზიანება, ძირითადად, თავის არეში, კეფაში ჰქონდა, რადგან მძიმე საგანი სწორედ აქ მოხვდა.

 

იყო რთული ოპერაცია და რამდენიმე საათს გრძელდებოდა, ამის შემდეგ გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში, ამჟამად რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, კომაში იმყოფება, ექიმები მდგომარეობას აფასებენ როგორც რთულს”, – განუცხადეს “ფორტუნას” კლინიკის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, ბათუმში მშენებარე კორპუსიდან ნივთის ჩამოვარდნის შედეგად, 20 წლის ბიჭი გუშინ დაშავდა.

შემთხვევა კობალაძის ქუჩის 16 ნომერში მშენებარე კორპუსთან მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:20

    Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის ...

     Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით, თბილისის გავლით, ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს, - რუსული RTVI-ს ინფორმაციით, ტელეკომპანიას ამის შესახებ კომპანიის დამფუძნე...

  • 12:11

    ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა...

    ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა. ვირუსი ძაღლს დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ ლაჭყეპიანმა აცნობა. არსებული ინფორმაციით, ძა...

  • 12:10

    “მოულოდნელად შეუძლოდ გახდა თვითმფრინავში“–მომღერალ...

    წარმოშობით ქართველი რუსი მომღერლის, დიანა ღურწკაიას ქმარი, 46 წლის პეტრ კუჩერენკო მოულოდნელად გარდაიცვალა. ის რუსეთის განათლების და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მივლინებიდან ბრუნდებოდა,...

  • 13:54

    ,,გადასხმას ვერ გავუკეთებთ, ჩუტყვავილა აქვს და ოთა...

    გორში 4 წლის ბავშვი სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ინფექციით გარდაიცვალა.  "ჩუტყვავილა ჰქონდ და დამძიმდა.როგორც ყოველთვის "გორმედში" გულგრილად მიიღეს და წავედით თბილისში, მაგრამ ვერ ჩავუსწარით, დედას ჩა...

  • 12:50

    "მადლობა გულშემატკივრობისთვის, ამდენი წლებისთვის"-...

    ქართველმა სუმოისტმა,ლევან გორგაძემ 35 წლის ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა. ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-გვერდმა, „სუმოს ქომაგებმა“ გაავრცელა. ტოჩინოშინმა „ნაცუ ბაშოზ...

  • 19:56

    სურამში ჩაბეტონებული ხეები ,,გაათავისუფლეს” ...

    სურამში წიწვოვანი ხეების ჩაბეტონების ფაქტით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებიც დაინტერესდნენ. როგორც ხაშურის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან ირინე გელაშვილი წერს, ამ ეტაპზ...

  • 18:42

    ,,17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით"- Azimuth Ai...

    Azimuth Airlines-ი საქართველო რუსეთს შორის ავიამიმოსვლებს იწყებს - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქვეყნებს.  "საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორცილებ...