2 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სასწრაფო დახმარების ექიმები პროტესტვისთვის ემზადებიან - დღეს, 13:00 საათზე, ბრიგადის ექიმები და მძღოლები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან აქციას გამართავენ

 27 მაისს, 13:00 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან აქციას გამართავენ. 

ექიმები  ხელფასების  მატებას და  ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ.  ისინი გაფიცვისთვის უკვე დიდი ხანია ემზადებიან, ექიმები ამ დრომდე, არაერთხელ შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, თუმცა იმის გამო, რომ მათგან დამაიმედებელი პასუხი ვერ მიიღეს, დღეს, 13:00საათზე, ყველა მათგანი გარეთ გამოსვლას აპირებს.

სასწრაფო დახმარების ექიმებს 24 საათის განმავლობაში უწევთ მუშაობა შეუსვენებლად და ანაზღაურება გაწეულ შრომასთან შედარებით, მინიმალური აქვთ. აქციის შესახებ ანონსი დაიდო პროფკავშირების ფეისბუქ გვერდზეც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

📢 27 მაისს, 13:00 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან აქციას გამართავენ. 

 

👩‍⚕️👨‍⚕️ ექიმები  ხელფასების  მატებას და  ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. 

 

🗣 წევრმა ორგანიზაციამ პროფკავშირების გაერთიანებას იურიდიული და სხვა არსებული რესურსით დახმარების თხოვნით მიმართა.  

 

🤝 პროფკავშირების გაერთიანება მზად არის მისი წევრი ორგანიზაციის –  მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფკავშირის და მისი წევრების მხარდასაჭერად.

 

👥 მივიჩნევთ, რომ დასაქმებულთა ინტერესების დაცვა მთავარი პრიორიტეტია და მზადყოფნას  გამოვთქვამთ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და რესურსი, რათა სიტუაცია დასტაბილურდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:04

    სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ხალხში გავიდა...

    საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბათუმში თვითნებურად გაშენებული ე.წ. ოცნების ქალაქი მოინახულა და მისი მაცხოვრებლების მძიმე მდგომარეობას გაეცნო.  მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული, ...

  • 16:50

    სემეკმა GWP 75 000 ლარით დააჯარიმა...

    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუ...

  • 14:11

    2022 წელს საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი 3...

    სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, 2022 წელს, რეგისტრირებულია 26 048 ქორწინება, რაც 12.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთა...

  • 16:19

    ბათუმობაზე აჩიკო სოლოღაშვილის ჰონორარი 18 500 ლარი...

    აჩიკო სოლოღაშვილი – ჰონორარი 18 500 ლარი; თიკა ფაცაცია – 6 377 ლარი; ედუარდ გორგილაძე – 5 102 ლარი; სოფო გელოვანი, ანი კეკუა, მარიკო ებრალიძე, ნოდარ ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე &ndash...

  • 14:44

    "ამ კლინიკამ მიმიღო 90-იან წლებში, ვარ დევნილი სამ...

    რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას აგრძელებენ. ისინი კლინიკის დახურვის გადაწყვწტილებას მესამე დღეა აპროტესტებენ. "ვშიშობ, რომ თუ დავიკეტეთ ვეღარასოდეს ვეღარ დავბრუნდებით კლინიკაში. ამ კლინ...

  • 14:54

    ,,მეკითხებოდა, ვიღაც ხომ მჭირდებოდა ისეთი, ვინც მო...

    POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. მირანდა ძირკვაძე მთავართან ყვება, რომ ტელეკომპანიაში სამსახურის დაწყების მიზნით, 2022 წელს მივიდა დ...