1 7 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,ფაქტი სცილდება ყოველგვარ მორალურ თუ ეთიკურ საზღვრებს" - საპატრიარქო გავრცელებულ ვიდეოკადრებზე

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება:

სოციალურ ქსელში გავრცელდა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთი სამონაზვნო პირი მეორეს.

უპირველესად, აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მითუმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი.

აღნიშნული ვიდეოს გავრცელებისთანავე საქართველოს საპატრიარქომ დაიწყო ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი მორჩილები არიან.

დეტალების დაზუსტების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის ეპარქიასთან, რის შემდეგაც საზოგადოებას ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით ამ უზნეო და ყოვლადმიუღებელი ფაქტის შესახებ.

ამასთან, კიდევ ერთხელ გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია, უზნეობის გამოსწორების ნაცვლად ის აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 20:57

    სალომე ზურაბიშვილმა ,,ცოდნის კაფეს“ თანაშემქმნელებ...

    საქართველოს პრეზიდენტმა, მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ხელმოწერების ევროპული კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა. პრეზიდენტმ...

  • 15:27

    რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წლის იანვრიდან ნოემბრამ...

    რუსეთის მოქალაქეებმა 11 თვეში, 2023 წლის იანვრიდან ნოემბრამდე საქართველოში 5 700-ზე მეტი ბინა იყიდეს. ისინი ძირითადად ბინებს თბილისის ცენტრში ყიდულობენ. ისინი დაინტერესებულები არიან შავი ზღვის სანაპირ...

  • 14:58

    ,,მენიუ შედგენილი იყო მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე" ...

    კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში 9 მოვაჭრეს დარღვევის ფაქტი დაადგინა. "სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალებიდან დადგინდა, რომ შპს „ქიზილ 2023&ld...

  • 21:26

    სოფელ აძვთან, სანთლების ასანთებად სალოცავში წასული...

    სოფელ აძვიდან რუსმა ოკუპანტებმა მამა-შვილი ხვიჩა და გიორგი კორინთელები და მათივე თანასოფლელი გიორგი მელაძე გაიტაცეს.   მორიგი გატაცების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. სუს-ის განცხადე...

  • 17:49

    ,,მილიმეტრებით არის აცდენილი.. არის ხუთი, ექვსი და...

    მსახიობ კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის პირველი კადრები გავცელდა. კადრებს და ინტერვიუს “რ2”-ის გადაცემა კურიერი P.S- ი გთავაზობთ.    "კოსტა შენ დედას შ***” - ისმის ვიდეოკადრებშ...

  • 18:26

    უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა...

    ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა. "დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლ...

  • 11:03

    თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა...

    საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თენგიზ კიტოვანი 85 წლის ასაკში გარდაიცალა.  ინფორმაციას მისი ოჯახი სოციალურ ქსელში ავრცელებს. თენგიც კიტოვანი 1992-1993 წლებში ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელ...