1 9 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში გამგზავრებას შეძლებენ

7 თებერვლიდან საქართველო ემატება იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ.

საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საბერძნეთში გამგზავრებას, თუ ფლობენ ევროპულ ციფრულ სერტიფიკატს, ან აკმაყოფილებს ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთს:

  • ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე;
  • ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო 9 თვის განმავლობაში;
  • წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით;
  • წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან 24 საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები