0 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ვერავინ ვერაფერს ვერ შეცვლით, ნამდვილი გიორგი ბრწყინვალე ჩემ წინ იქნება ძალიან მალე“ – ლელა კაკულია

ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტველებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოში ძალიან ბევრს ჰქვია გიორგი, შესაბამისად, ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც „ნამდვილი გიორგი ბრწყინვალე“ გამოჩნდება.

„18 აპრილი, 2021 წელი

არ მინდა არაფრის დანახვა, იმდენად დაძაბულია დედამიწა, მთელი პლანეტა და არა მარტო საქართველო.

საქართველო ყველაზე მსუბუქად გამოვა ამ ქაოსური პოლიტიკური, არეული და დაქცეული პერიოდიდან.

საქართველოს, როგორც ყოველთვის ვამბობდი, დიდი ძალა იცავს და დაიცავს ბოლომდე. ყველაფერი გადალაგდება ისე, როგორც მე, ქართველმა წინასწარმეტყველმა, ლელა კაკულიამ ვიწინასწარმეტყველე. ვერავინ ვერაფერს ვერ შეცვლით! ვერ შეცვლით!

ვერ შეცვლით! ამიტომ იმისთვის, რაც მოდის, ანგარიში მაინც გაუწიეთ და წაიკითხეთ ჩემი წინასწარმეტყველებები, რომლებიც მსოფლიო გლობალურ პოლიტიკას მოიცავს.

საქართველო გადარჩება, სხვა ქვეყნებისა კი, რა გითხრათ, ძალიან გაუჭირდებათ ისეთ წამყვან ქვეყნებსაც კი, როგორებიცაა ევროპის ქვეყნები, ამერიკა და ა.შ.

საქართველოში პოლიტიკური პარტიები იცვლებიან. წარსულიდან წამოსულ პარტიებს ფაქტობრივად არ აქვთ მყარი ბაზა და ვერც ექნებათ, იმიტომ, რომ იქ არ დგანან ის ახალგაზრდები – ჩემი პატარა ქართველები, რომლებიც მე ვიწინასწარმეტყველე და გზა გავუხსენი. მათ ხელის შემშლელებს კოსმოსი ისე გაგწევთ გვერდზე, რომ ვერასდროს ვერ მოხვალთ პოლიტიკაში.

მთელი კოსმოსი ამ ახალგაზრდებისკენაა მომართული. ეს არ არის შეკვეთა. ისინი მოდიან თავისი ნებით და ისინი მოჰყავს კოსმოსს და ეს არის ნამდვილი ძალა. და გიორგი ბრწყინვალე.

უნდა აღვნიშნო: ნახევარ საქართველოს გიორგი ჰქვია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათგან რომელიმეა გიორგი ბრწყინვალე. ნამდვილი გიორგი ბრწყინვალე ჩემ წინ იქნება ძალიან მალე, იგი მიიღებს დალოცვას, დიდ ენერგიას კოსმოსიდან და ჩაეფლობა, ასე ვთქვათ, შეცურავს ქართულ პოლიტიკაში. მე ეს ძალიან მიხარია.

და კიდევ: ვის რა ელის და როგორ დაამთავრებს, ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ამას არ გავახმოვანებ. მე ნაწინასწარმეტყველები მაქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რაც საქართველოს ეხება – და ელოდეთ მათ ასრულებას!“- წერს კაკულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები