1 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შუშის სასახლიდან ჭოგრიტით ყურება ქვეყანას ვერ ააშენებს, “ოცნებამ” ნდობა ვერ გაამართლა – მამა პეტრე

მამა პეტრე კვარაცხელია, ჟურნალ “გზასთან” 2020 წლის, და არა მხოლოდ, პრობლემებზე საუბრობს:

ცუდი ის არის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები არ იქნა გათვალისწინებული, რამაც ხალხს დიდი იმედგაცრუება მოუტანა. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როცა სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის გაურკვევლობის ყრუ კედელია აღმართული. 

ქართული პოლიტიკა ჩიხში შევიდა და გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ვფიქრობ, ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, სხვაგვარად ამ ჩიხიდან ვერ გამოვალთ. ახლა პოლიტიკოსების მთავარი საზრუნავი ხალხი უნდა იყოს, რადგან ბევრი ოჯახი საერთოდ ულუკმაპუროდ ხვდება შობა-ახალ წელს, – აი, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ და არა ის, რომ ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს. თუ მოსახლეობის ინტერესები მინიმალურ დონეზე მაინც არ დაკმაყოფილდება, გამოსავალს ვერ ვიპოვით და ამ ჩიხიდანაც ვერ გამოვალთ. 

ალბათ ბევრის სათქმელს ვიტყვი: ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, მტკივნეულია, როცა ხელისუფლების სათავეში ოფიციალურ მილიარდერებსა და მილიონერებს ვხედავ და ამ დროს მრავალი ოჯახი მშიერი კვდება. თანაც, ეს ხდება 21-ე საუკუნეში! გამოდის, რომ ვიღაც-ვიღაცები არხეინად, უზრუნველად უნდა ცხოვრობდნენ და ისინი ხალხმა უნდა არჩინოს?!. დაპირებული ფაბრიკა-ქარხნები დროულად რომ აეშენებინათ, სამუშაო ადგილები შეექმნათ და ხალხს მინიმალური შემოსავალი ჰქონოდა, ახლა ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. აბა, რა გითხრათ?.. მე არა მაქვს უფლება, ყოველდღე ხაჭაპურს ვჭამდე, როცა ჩემ გვერდით ვიღაცას ცივი მჭადი ენატრება, – ეს სიტყვები როგორც გინდათ, ისე შეაფასეთ. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი: შუშის სასახლიდან ჭოგრიტით ყურება ქვეყანას ვერ ააშენებს. მოსახლეობა ხედავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მილიონებს ვეღარ ითვლიან, ამას დიდხანს ვეღარ მოითმენს და პროტესტი კიდევ უფრო მოიმატებს. თუ ამაზე არ დაფიქრდებიან, ეს ხელისუფლებაც ისე დაასრულებს, როგორც მისმა წინამორბედებმა დაასრულეს.

ინფიცირებულთა სიმრავლის გამო, ეკონომიკის მეორედ ჩაკეტვა გახდა საჭირო. ყველამ იცის, რომ რეგულაციები უნდა დავიცვათ, მაგრამ სინამდვილეში რას ვხედავთ?.. ქალაქში გადაადგილება თითქმის შეუძლებელია – ყველგან უფრო დიდი საცობია, ვიდრე მანამდე იყო. გულახდილად გეტყვით – ამ შეზღუდვების არსს ვერ ჩავწვდი: კერძო სექტორში ვინც მუშაობდა, შემოსავლის გარეშე დარჩა, სამაგიეროდ, საჯარო სამსახურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. როგორ, საჯარო სამსახურის თანამშრომელს გარანტია აქვს, რომ არ დაინფიცირდება?!. მე, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მაინტერესებს – რატომ დააწესეს რეგულაციები და შეზღუდვები, თუ ყველას არ შეეხებოდა?

სექტემბრამდე ვამბობდით, რომ საქართველომ კორონავირუსი დაამარცხა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის პანდემიასთან საბრძოლველად, თურმე ასე არ ყოფილა. ის, რომ ვირუსი დავამარცხეთ, ლამაზი ზღაპარი და ილუზია იყო. როცა სხვა ქვეყნებში პანდემია მძვინვარებდა, ჩვენ სოციალურ ქსელში ვერთობოდით და სიცილით ვკვდებოდით; გვეგონა, რომ პანდემია არ არსებობს, რომ ეს მოგონილი საფრთხეა. ამას დაემატა ზოგიერთი სასულიერო პირის აზრი, რომ ეს ჭორი და დემაგოგიაა, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ვირუსი ჩვენ ვერ შეგვეხება… საბოლოოდ, ეს ყველაფერი ბოდვა და მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა: როგორც სხვა ქვეყნებში, სამღვდელოება აქაც დაინფიცირდა, რამდენიმე სასულიერო პირი კიდეც გარდაიცვალა. უფალს გამოცდა არ უნდა მოვუწყოთ, ჩვენი ფანატიკური მოსაზრებები ჩვენთვის უნდა შევინახოთ და შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ მრევლი, რომელიც უსიტყვოდ გვენდობა. ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა გვქონოდა ილუზია, რომ პანდემია საქართველოს არ შეეხებოდა. ისედაც, ყოველთვის მიკვირდა: რატომ გვაქვს იმის ილუზია, რომ გამორჩეულები ვართ, როცა ეს ერთი მუჭა ერი ერთმანეთს არ ინდობს და ანადგურებს?! არავითარი სიყვარული, სულიერება და ერთსულოვნება აღარ შეგვრჩენია, პირიქით, ოღონდ ვიღაც ჩავქოლოთ, ვიღაც განადგურებული ვნახოთ და მერე ზემოდან დავხედოთ… ამ სიტუაციაში უფალი ჩვენს ლოცვასაც არ შეისმენს!


ვფიქრობ, ეს დილეტანტიზმისა და უჭკუობის ბრალია. 2020 წელს დაშვებული შეცდომები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე არ თუ ვერ დგას, ის ზღაპრებში ცხოვრობს და ცდილობს, მოსახლეობაც მოატყუოს. ამას პოლიტიკური გემოვნების გამო არ ვამბობ – მე თუ ვინმეს გავაკრიტიკებ, მისი საქმეების გამო გავაკრიტიკებ და ამ ხელისუფლების უნიათობაზე თუ ვლაპარაკობ, სულაც არ ნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მომწონს. მიუხედავად ამისა, არ ვაპირებ, “ოცნებას” ტაში დავუკრა, რადგან სამწუხაროდ, ხელისუფლება თვითკმაყოფილების რეჟიმშია გადასული და 8 წლის განმავლობაში თავს ასე იმართლებს – ხომ ხედავთ, ძალადობაში არ ცხოვრობთ, არავინ გაშინებთ და ამის გამო ყველა მადლობელი უნდა იყოსო… გავიგე, ციხის საკნებში პატიმრებს არ აუპატიურებენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რომ “ქართული ოცნების” საქმიანობა მომწონდეს. თავის დროზე მათ ყველამ მხარი დაუჭირა და ნდობა გამოუცხადა, მაგრამ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. ახლა მხოლოდ იმის იმედი რჩება, რომ გამოჩნდება ვიღაც, ვინც ამ ქვეყანას გაუძღვება, მოუვლის და დაპირებების 90 პროცენტს მაინც შეასრულებს.

წყარო – ჟურნალი გზა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...