0 3 : 3 0
 | 

საზოგადოება

აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, მოქალაქეები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ

 ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ "იმოქმედე" აჭარის უმაღლესი საბჭოს წინ აქცია-პერფორმანსი გამართა. მათ შენობასთან საჰარეო ბუშტები მიიტანეს, რომლებსაც ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიასა და აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კომისიის თავმჯომარის, პარმენ ჯალაღონიას სურათები იყო დაკრული. 

 აქციის მონაწილეებმა ბუშტები ცაში გაუშვეს და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკაშვირებით.

 შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია დღეს, 18 ნოემბერს აქციით დახვდა ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსაც. მათ დილის 11 საათიდან მდუმარე მსვლელობა დაიწყეს და სხვადასხვა ბანერებითა და პერფორმანისც ეცადნენ საკუთარი სათქმელი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მომხვდარიყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები