0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ლელომ" ივანიშვილი დებატებში გამოიწვია ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად და არა “ქართული ოცნების” უუნარობის ხაზგასმისთვის - ბადრი ჯაფარიძე

“დებატები არა პოლიტიკური ქულების დასაწერად, არამედ ხალხის სასიკეთოდ,”-ასე აფასებს “ლელოს” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამავე პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას. 

ჯაფარიძის თქმით, ქვეყანა არის უკიდურეს ეკონომიკურ კრიზისში, ყველა მიმართულებით  პრობლემაა და პოლიტიკოსებმა უნდა იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ იმ  მდგომარეობიდან, სადაც  “ქართული ოცნების” გამო ვართ. 

“სწორედ ამიტომ, დებატები აუცილებელია, რათა  საზოგადოებამ დაინახოს, რომ  პოლიტიკოსები მსჯელობენ და ეძებენ გამოსავალს.  დებატები ერთადერთი გზაა, რომ რეალურად გასაჯაროვდეს, ვინ რას აკეთებს, რადგნ  ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები მოგზაურობენ სხვადასხვა რეგიონში, ვიწრო წრეში ხვდებიან მხარდამჭერებს და ეს პრობლემები ყოველდღიურად მხოლოდ ღრმავდება, ადამიანები ეჯახებიან უმძიმეს ეკონომიკურ ფონს. ერთხელ  სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს პრაქტიკა, რომ  პოლიტიკოსები პასუხისმგებლიანად იქცევიან და საჯაროდ, საზოგადოების თვალწინ მსჯელობენ შექმნილ ვითარებაზე და ეძებენ გამოსავალს,”-განაცხადა ჯაფარიძემ. 

“ლელოს” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მისი პარტიის მიერ “ქართული ოცნების” ლიდერების დებატებში გამოწვევა ემსახურება არა იმას, რომ პოლიტიკოსები  გამოჩდნენ  საჯაროდ, არამედ იმას, რომ შედგეს დებატები მოსახლეობის საკეთილდღეოდ. 

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, მითუმეტეს მმართველი პარტიის  თავჯდომარე, ვალდებულია, საზოგადოების წინაშე გამოვიდეს, იმსჯელოს შექმნილ პრობლემებზე, ეძებოს გამოსავლის გზები. ჩვენ ეს გზა მათ არაერთხელ შევთავაზეთ. 

დღესაც წარვადგინეთ  ჩვენი პროგრამა იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნელ-ნელა გამოსვლა ამ უმძიმესი კრიზისიდან.  ჩვენი განცახდება ემსახურება  ერთადერთ მიზანს - რომ მოვახერხოთ და ხელისუფლება ჩართოთ ამ განხილვაში, გამოსავლის გზების ძიებაში. 

სამწუხაროდ, ყველა ლიდერი არიდებს თავს მსჯელობასა  და პოლემიკას.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის ბიძინა ივანიშვილი, გახარია არის დაკავებული საჩხერის მოდელის შესწავლით. ჩვენ გვჭირდება ადამიანთან პოლემიკა, დიალოგი, დებატები იმასთან, ვინც რეალურად იღებს  გადაწყვეტილებებს და ასეთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ გამოიწვია ის  მამუკა ხაზარაძემ დებატებში. ურთულესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ადამიანები, პრაქტიკულად, არიან სიღატაკის ზღვართან,  ეროვნული ვალუტა ყოველდღე უფასურდება ახლა  ამაზე უნდა ვისაუბროთ და არა ჩვენს თანამდებობებზე,”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...