2 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნეთ. თქვენი მატერიალური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. სავარაუდოდ, დიდი ხნის ოცნებას აისრულებთ. შესანიშნავი დროა კომერციული საქმიანობისთვის. პარტნიორებს ენდეთ და ახალ საქმიან წინადადებებს ელოდეთ. ფინანსურ წარმატებას მხოლოდ მისი დახმარებით მიაღწევთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისა და კოლექტიური საქმიანობისთვის. ნებისმიერ საქმეს სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. გეგმის განხორციელებისთვის, გირჩევთ, პროექტში სხვა ადამიანებიც ჩართოთ, რათა ერთობლივი ძალებით, ეფექტურად იმოქმედოთ. თუ ყველაფერი წარმატებით განხორციელდა, წლის ბოლოს მატერიალურ და საზოგადოებრივ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობის, მეგობრული ურთიერთობებისა და გართობისთვის. შემოქმედებითმა გეგმებმა განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა, მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალოს და თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანოს. ახლობლებისა და ნათესავების დახმარების იმედი ნუ გექნებათ – ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა აკეთოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, სიტუაციის შეფასებიდან პირდაპირ საქმეზე გადახვიდეთ. თუ თქვენი გეგმები იმედის მომცემი და დამაჯერებელი აღმოჩნდა, საკუთარ საქმიანობაში საიმედო პარტნიორების მოზიდვას შეძლებთ. თუ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით განხორციელდა, გამორიცხული არაა, რომ წლის ბოლომდე საზოგადოებრივი და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ.

ლომი

წარმატებული დღეა, განსაკუთრებით, შემოქმედებითი პროფესიის ლომებისთვის. ჩანაფიქრის განხორციელებას საკუთარ პროექტებში თანამოაზრეების ჩართვით შეძლებთ. თქვენი ნებისმიერი აქტიურობა და ინიციატივა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობებისა და სიყვარულისთვისაც. პარტნიორთან ურთიერთიბა ორმხრივ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა. ეფექტურად მოქმედებისა და ჩანაფიქრის განსახორციელებისთვის ეცადეთ, საკუთარ პროექტებში თანამოაზრეები ჩართოთ. შესაძლოა, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწიოთ. ახლობელ ადამიანებთან სრული ჰარმონია და ურთიერთგაგება სუფევს.

სასწორი

აქტიური დღეა, რომელიც ხელსაყრელია უძრავი ქონების შეძენისა და კომერციული ოპერაციებისთვის. გირჩევთ, აქტიურად ეძებოთ დამატებითი შემოსავლის წყაროები, თუმცა ერიდოთ საეჭვო წინადადებებს. კარგი იქნება, თუ მთელ ენერგიას მუშაობისკენ მიმართავთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად წარმატება გელით.

მორიელი

პასიური დღეა. ეცადეთ, გარშემო მყოფთა მიმართა ზედმეტი ამბიციები და პრეტენზიები არ გამოავლინოთ. სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა საშუალებას არ გაძლევთ, რომ ნეგატიურ პროცესებს თქვენს გარემოცვაში თვალი მშვიდად ადევნოთ. რა თქმა უნდა, სამყაროს ბოროტებისგან ვერ იხსნით, თუმცა საკუთარ თავსა და ახლობელ ადამიანებს აუცილებლად დაიცავთ. თქვენი ტაქტი და თავშეკავება ღირსეულად დაფასდება.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და გატაცების, ცოლ-ქმრული ურთიერთობებისა და გართობისთვის. პირად ცხოვრებაში სიახლეებმა შესაძლოა, თქვენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალოს.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ერთობლივი პროექტებისა და კოლექტიური საქმიანობისთვის. ახლობელ ადამიანებს შორის სრული ჰარმონია და ურთიერთგაგება სუფევს. მარტოხელა თხის რქებს მორიგი, ხანმოკლე რომანი ელით.

მერწყული

წინა დღის ნეგატიური ტენდენციები გრძელდება. ამ დღეს შეიძლება ზედმეტმა თავდაჯერებულობამ დაგაზარალოთ, ამიტომ მეტი წინდახედულება და გონიერება უნდა გამოიჩინოთ. ერიდეთ ბნელ ადგილებს და ხმაურიან წვეულებებს. არსებობს სერიოზული ტრამვის ან ავადმყოფობის რისკი.

თევზები

შეხვედრებისა და ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. ბიზნესმენ თევზებს პარტნიორებთან ფინანსური უთანხმოების მოგვარება მოუწევთ. არავის მისცეთ უფლება, რომ მოგატყუოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...