0 7 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

Wizz Air და Ryanair ბრუნდებიან - ფრენები რამდენიმე კვირაში განახლდება

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისაქართველოში ბრუნდებიან – როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რამდენიმე კვირაში Wizz Air და Ryanair საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებენ. ნათია თურნავას თქმით, რეგულარული ავიარეისებირამდენიმე თვეში ეტაპობრივად აღდგება.

“დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა არის ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარი. 2016 წელს ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შემოსულიყო კომპანია Wizz Air. შემდეგ მან გააორმაგა მიმართულებები. 2019 წელს დავასრულეთ მოლაპარაკება და შემოვიყვანეთ მსოფლიო დაბალბიუჯეტიანი ავიაგიგანტი Ryanair.

პირდაპირ გეტყვით, რომ უკვე ამ თვეშიაღდგება გარკვეული უსაფრთხომიმართულებებით ფრენები Wizz Air-ის მიერქუთაისის აეროპორტში. ჩვენ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოდან, ან ნოემბრის დასაწყისიდან Ryanair აღადგენს ფრენებს. რა სიხშირეები იქნება, რა მიმართულებები იქნება ამაზე ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ”, – განაცხადა Euronews Georgia-სთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები