0 3 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რას გიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები?

სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი 

გახ­შირ­დე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი, მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ შუა ოქ­ტომ­რი­დან გო­ნე­ბის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­დე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მო­ას­წროთ ყვე­ლა საქ­მის, გან­სა­კუთ­რე­ბით დო­კუ­მენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლის თვის და­სა­წყის­ში მოგ­ვა­რე­ბა. ოჯახს წევ­რებ­თან ერ­თად და­გეგ­მეთ და შე­ას­რუ­ლეთ ყვე­ლა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე. შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ოქ­ტომ­ბერ­ში მო­გინ­დეთ ქა­ლაქ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი მშობ­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა ან იმ ად­გი­ლე­ბის, სა­დაც თქვენ­მა ბავ­შვო­ბამ გა­ი­ა­რა. თვის ბო­ლოს ნუ იქ­ნე­ით ზედ­მე­ტად კრი­ტი­კუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის მი­მართ და ეცა­დეთ, არ გა­მო­ე­კი­დოთ ახ­ლობ­ლე­ბის ნათ­ქვამს.

ფული და სიყ­ვა­რუ­ლი 

ფი­ნან­სე­ბი თვის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი იქ­ნე­ბა. მათ მო­ზიდ­ვა­შიც აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბით ჩარ­თუ­ლი და შე­იძ­ლე­ბა ახ­ლობ­ლე­ბის­თვი­საც მო­გინ­დეთ ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბის მირ­თმე­ვა. შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ასე­თი ჟეს­ტით გა­მო­ხა­ტოთ სიყ­ვა­რუ­ლი მათ მი­მართ. სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ, მე­ტად მო­ე­ფე­როთ, ჩა­ე­ხუ­ტოთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა, და­ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ფული შე­იძ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე წყა­რო­დან მი­ი­ღოთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ან ლა­ტა­რე­ა­ში მო­ი­გოთ, ან სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე თა­მა­შით იხე­ი­როთ.

ჯან­მრთე­ლო­ბა 

ვარ­ჯი­შის ნაც­ვლად მას­ზე ფი­ლო­სო­ფი­უ­რი მსჯე­ლო­ბა უფრო მო­გინ­დე­ბათ. თუ სა­მოგ­ზა­უ­როდ გა­ემ­გზავ­რე­ბით, ეცა­დეთ, წეს­რიგ­ში გქონ­დეთ ყვე­ლა სა­ბუ­თი. მეტი დრო და­უთ­მეთ დას­ვე­ნე­ბას, მო­უს­მი­ნეთ სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კას.

ქა­ლე­ბის­თვის 

საქ­მი­ა­ნი და პი­რა­დი შეხ­ვედ­რე­ბის, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის თვე და­გიდ­გათ. მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­რებთ სა­კი­თხებს, რომ­ლებ­ზეც ადრე "თავს იმ­ტვრევ­დით". ამას­თა­ნა­ვე, მი­ი­ღებთ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე გა­მო­გად­გე­ბათ. მი­ი­ღებთ სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს და ამ­ბებს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ვინც გე­ნატ­რე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა აღად­გი­ნოთ ურ­თი­ერ­თო­ბა დიდი ხნის უნა­ხავ, გა­ბუ­ტულ ადა­მი­ა­ნებ­თან.

მა­მა­კა­ცე­ბის­თვის 

და­აკ­ვირ­დით თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. რაც უფრო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იქ­ნე­ბით და მალე გა­მო­ნა­ხავთ სა­ერ­თო ენას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან, მით უკე­თე­სია თქვენ­თვის. ნუ იკა­მა­თებთ წვრილ­მა­ნე­ბის გამო. ნუ გა­ნა­წყენ­დე­ბით, თუ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი ყვე­ლა იდე­ას არ მო­გი­წო­ნე­ბენ. ვარ­სკვლა­ვე­ბი თქვენს მხა­რეს არი­ან და იყა­ვით თა­მა­მი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი­სას

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...