0 7 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რუსთავში ჰაერი საგანგაშო ნიშნულზეა

“ლელოს” მაჟორტირატი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია რუსთავში ჰაერის დაბიძურების საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობს და პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას რუსთავის მაცხოვრებლების განზრახ მოტყუებაში ადანაშაულებს. 

გეგელიას თქმით, რუსთავში ჰაერი საგანგაშო ნიშნულზეა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს კი 8 წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. 

“სანამ პრემიერი გიორგი გახარია და „ქართული ოცნება“ რუსთაველებს ურცხვად ატყუებს, რომ მის მთავრობას დაბინძურებული ჰაერის პრობლემა აინტერესებს, მაშინ, როცა 8 წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რუსთაველების დაწამვლა ყოველდღიურად გრძელდება. „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის“ ცნობით,  დღეს რუსთავის ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების შემცველობა მრავალჯერ აღემატება სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის დასაშვებ ნორმას.

დღეს ამ ქალაქის ჰაერში PM10-ის შემცველობა 132.39 მკგ/მ3-ია, მაშინ, როდესაც, უარეს შემთხვევაში, ნორმა უნდა იყოს 35-50. ხოლო PM2.5-ის შემცველობა არის 60.07 მკგ/მ3, მაშინ, როცა, უარეს შემთხვევაში, ნორმა უნდა იყოს  20-25. ვიმეორებ, ეს არის მყარი ნაწილაკების შემცველობა, რომელიც უკიდურესად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ბავშვთა განვითარებისთვის, ადამიანის გონებრივი ნაყოფიერებისთვის,”-აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატიბის კანდიდატის განცხადებით, ქვეყანაში არაებული არასწორი პოლიტიკა ჩვენს მოქალაქეებს კლავს. 

“მოქმედი და წინა ხელისუფლების გულგრილმა, ანტი-ადამიანურმა პოლიტიკამ რუსთაველები პირდაპირ გაწირა ნელი სიკვდილისთვის და ამ ქალაქის ხალხის ფუნდამენტური უფლება ფეხქვეშ გათელა, როდესაც მათ წაართვა ჯანსაღი ცხოვრების შანსი.

მაგრამ, ეს დაწყევლილი წრე ამ შემოდგომაზე დასრულდება. პირობას ვდებ, რომ დაბინძურებული ჰაერის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება „ლელოს“ გამარჯვებიდან 300 დღეში, როდესაც ჩვენ გავამკაცრებთ კანონდემბლობას, შემოვიღებთ უმკაცრესი აღსრულების ეფექტურ მექანიზმებს და დავნერგავთ რუსთავის სპეციალური გამწვანების პროგრამას,”-განმარტავს გეგელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...