1 7 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მამუკა ხაზარაძე - 2020-ის ოქტომბერი იქნება ბრძოლა იმისათვის, რომ „ქართული ოცნება” რუსი ოლიგარქის მეთაურობით ჩამოვაშოროთ ქვეყნის მმართველობას

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ამერიკის ექვსი კონგრესმენის წერილს ეხმაურება. კონგრესმენებმა წერილი მაიკ პომპეოს მისწერეს და შეშფოთება გამოხატეს, რომ პომპეომ საქართველოს მთავრობის ქმედებები რეალურად არ შეაფასა. 

კონგრესმენები, საქართველოში ბოლო დროს დემოკრატიის ვარდნისა და პოტენციური კორუფციის გამო, წუხილს გამოთქვამენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ საქართველოს განვითარება შეფერხდა. 

„დღეს უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი, ებრძოდა და ებრძვის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რაც დაადასტურეს არაერთი გზავნილით ჩვენმა პარტიორებმა, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ჩვენმა სხვა  დასავლელმა პარტნიორებმა. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც რუსმა ოლიგარქმა და მისმა დამქაშებმა, მინისტრებმა ჩააგდეს საუკუნის პროექტი და ამით, პრაქტიკულად, წაართვეს საქართველოს მოსახლეობას განვითარების პერსპექტივა  და, რაც ყველაზე მთავარია, ევროინტეგრაციის შესაძლებლობა. 2020-ის ოქტომბერი იქნება ძალიან სერიოზული ბრძოლა იმისათვის, რომ "ქართული ოცნება" რუსი ოლიგარქის მეთაურობით ჩამოვაშოროთ ჩვენი ქვეყნის მმართველობას და ქვეყანამ დაიწყოს განვითარება და აღმშენებლობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველო დაადგეს გამარჯვების გზას,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

„ლელოს“ ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ორი წლის წინ დაწყებული ბრძოლა ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ უკვე აისახა ქვეყანაში საინვესტიციო განწყობაზე. 

„ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი და მისი ოცნება ებრძოდა ყველაზე დიდ ინვესტიციას და პროექტს საქართველოში, ამან უკვე ასახვა ჰპოვა იმ განწყობაზე, რომლიც აისახა ჩვენს საინვესტიციო გარემოზე. ეს ბრძოლა მათ დაიწყეს ამერიკელებისა და ჩვენი ურთიერთპარტნიორობის წინააღმდეგ, ჩვენი სტრატეგიული ინვესტორების წინააღმდეგ. შესაბამისად, მივიღეთ ის სურათი, რასაც ველოდებოდით - უმუშევრობა და სიღატაკე, ყველა სოფელში და ყველა ქალაქში. ჩვენ ამას შევცვლით, შევცვლით რადიკალურად,“- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...