0 6 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოს ძლიერება მის მრავალფეროვნებასა და მრავალეროვნულობაშია და ჩვენ ეს მიწა გვაერთიანებს - მამუკა ხაზარაძე

„სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით მარნეული გახდება  საექსპორტო სასურსათო პროდუქციის წარმოების  ეპიცენტრი, რაც რეგიონს ეკონომიკურად განავითარებს“

 მარნეულში  “ლელო საქართველოსთვის”   რაიონული ორგანიზაციის გახსნისას პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ  რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგიაზე ისაუბრა. 

პარტიის ლიდერის თქმით, მარნეულს აქვს უდიდესი პოტენციალი, სამეურნეო პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს და ამით ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას შეუწყოს ხელი. ხაზარაძის თქმით,  „ლელოს“ აქვს ზუსტი გეგმა, თუ როგორ უნდა განავითაროს მარნეულმა სოფლის მეურნეობა.  

„მარნეული არის განსაკუთრებული შემთხვევა ჩვენთვის, თავისი მრავალეთნიკურობიდან გამომდინარე, რადგან საქართველოს ძლიერება მის მრავალფეროვნებასა და მრავალეროვნებაშია და ჩვენ ეს მიწა გვაერთიანებს. მარნეული უნდა იყოს ბიზნესის სოფლის მეურნეობის და იმ საქმის კლასტერი, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ თბილისის, არამედ მსოფლიო ბაზრებზე. ის გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა ამ ხალხმა, უნდა გავხადოთ საერთაშორისო საქმედ.   სწორედ ამიტომ,   „ლელოს“  გეგმაა  ამ რეგიონის საკმაოდ სერიოზულ ბიზნეს ცენტრად გადაკეთება.  ამის საშუალებას მოგვცემს ის გამოცდილება, რომელიც რეგიონს სოფლის მეურნეობაში აქვს.   ჩვენ ვფიქრობთ, რომ  ძალისხმევა  უნდა ჩავდოთ მის განვითარებაში -   სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და ახალი ცოდნის შემოტანით მარნეული უნდა გახდეს საექსპორტო სასურსათო პროდუქციის წარმოების  ეპიცენტრი,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...