2 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პაატა იმნაძე: კანალიზაციის წყლებშიც ვიკვლევთ, ხომ არ არის კორონავირუსი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კვლევის იმ მეთოდზე ისაუბრა, რომელსაც მისივე თქმით, მსოფლიოში ძალიან ცოტა განვითარებული ქვეყანა იყენებს.

პაატა იმნაძის თქმით, ჩამდინარე წყლებშიც ჩატარდა კვლევა, სადმე ხომ არ ფიქსირდება კორონავირუსი და ეს მეთოდი ვირუსით ყველაზე დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში - მარნეულსა და თეთრიწყაროში გამოიყენეს. 

„კანალიზაციის წყლებში ვამოწმებთ, ხომ არ არის კორონავირუსი - ფეკალურ მასებთან ერთად სადმე ხომ არ ცირკულირებს COVID-19. 

ასეთი კვლევები ჩატარდა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ასევე - თეთრიწყაროში. ეს არ არის მარტივი კვლევა, სწორედ ლუგარში ვატარებთ მას და საბედნიეროდ, ყველა პასუხი ნეგატიურია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ გადაცემაში „იმედის დღე“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები