0 5 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: ტურისტული სეზონის გახსნა ტრანსპორტის ამოქმედებაზე უფრო მეტ რისკს შეიცავს

 ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 „რა თქმა უნდა, შეზღუდვების ნაწილობრივი და მით უმეტეს, მთლიანად მოხსნა შეიცავს უდიდეს რისკებს. ნაკლებ რისკს შეიცავს უშუალოდ საქართველოსთვის, იმიტომ რომ საქართველომ მიაღწია მყარ სტაბილიზაციას. ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში და გარდაცვლილების ერთ-ერთი ყველაზე მცირე რიცხვი ევროპაში. შესაბამისად, ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევებზე მეტი. ამიტომ საქართველოში შეზღუდვების მოხსნა არ შეიცავს ისეთ დიდ რისკს, როგორც იმ ქვეყნებში, რომლებიც წავიდნენ ამაზე, იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანების, მოსახლეობის მოთმინება გამოსცადო თვეობით და ეკონომიკა გააჩერო თვეობით. ისინი წავიდნენ მოხსნაზე იმ პირობებში, როდესაც მათ არ აქვთ საქართველოსნაირი მაჩვენებლები. მათ აქვთ ათასობით, ათეულ ათასობით შემთხვევა და ათასობით და ათეულ ათასობით გარდაცვლილი“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 მისივე თქმით, უფრო მეტ რისკს ტურისტული სეზონის გახსნა შეიცავს, როდესაც საქართველოში ჩამოვლენ უცხოელები და ჩვენი მოქალაქეები დაიწყებენ მგზავრობას უცხოეთში.

  „მიმაჩნია, რომ ჩვენმა მთავრობამ, რომელიც აქამდე ძალიან კარგად მართავდა ამ კრიზისს, რაღაც ფანტაზია უნდა გამოიჩინოს და ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, როგორ მივიღოთ უცხოელი ტურისტები, ისე რომ მათ არ დავუკარგოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. მეორე მხრივ, ჩვენს მოსახლეობას რა რეგულაცია უნდა დავუწესოთ, რომ მათაც არ გაუქრეთ მოგზაურობის სურვილი. ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც დგას ჩვენი მთავრობის წინაშე. როგორ გაართმევს თავს ამას, წინასწარ ვერ გეტყვით - იმედს ვიტოვებ, რომ კარგად“, - აღნიშნავს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.

 მისივე განცხადებით, მეორე სერიოზული პრობლემა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება.

 „თქვენ იცით, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე ტრანსპორტზე შეზღუდვა დარჩა და ეს სავსებით ნორმალური იყო და მე ამას ვეთანხმები, მაგრამ ისიც აშკარაა ყველასთვის, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. იმისთვის, რომ ქვეყანა გაიხსნას და ადამიანებმა სრულფასოვნად იცხოვრონ და ეკონომიკა გაცოცხლდეს, აუცილებელი პირობაა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების საშუალება. საკუთარი მანქანა ყველას არ ჰყავს, ამიტომ უნდა აღდგეს პირველ რიგში ავტობუსების და მეტროს მოძრაობა და შემდეგ ალბათ შეიძლება ვიფიქროთ სამარშუტო ტაქსებზე. მე მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ავტობუსების და მეტროს მოძრაობის აღდგენა, ოღონდ იქაც უნდა დავიცვათ გარკვეული რეკომენდაციები. ზოგიერთმა ქვეყანამ ეს უკვე გააკეთა. მოინიშნოს სკამები, სადაც შესაძლებელი იქნება მგზავრების დასხდომა. ანუ ერთ რიგში არ უნდა დაჯდეს ერთ კაცზე მეტი და რიგის გამოშვებით უნდა დასხდნენ მგზავრები. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს მგზავრების რაოდენობის შემცირებას. თუ ავტობუსში ან მეტროს ვაგონში ეტევა პირობითად 50-100 კაცი, ასეთი რეგულაციების პირობებში დაეტევა ამის მესამედი, მაგრამ ეს მაინც ბევრად უკეთესია, ვიდრე სულ არაფერი. დავიწყოთ ამით. თუ ჩვენ საქართველოში მივაღწიეთ იმას, რომ საერთოდ წყარო მოვსპეთ ამ ინფექციის და აღარ დარჩა კერა, ვისგანაც შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს, მერე შეიძლება ეტაპობრივად ეს შეზღუდვებიც მოიხსნას“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები