0 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის მეორე ნახევარში მშობლებისა და შვილების ურთიერთობას გამოცდა ელის. მეუღლეებს შორის გამორიცხული არ არის ეჭვიანობის სცენები ან კამათი ფულის გამო. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი კატეგორიულობა შეიძლება ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახოს ან ფინანსურად დაგაზარალოთ. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც ბავშვების ან ნათესავების ავადმყოფობას უკავშირდება.

კურო

მშვენიერი დღეა სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის. ამ დღეს მხოლოდ ყველაზე აუცილებელი და გადაუდებელი საქმე უნდა აკეთოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება და ტრამვები. გირჩევთ საკუთარ თავს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური მუშაობისთვის და მეგობრებთან თუნდაც ვირტუალური ურთიერთობისთვის. გირჩევთ სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფულთან ურთიერთობისას – მოსალოდნელია ზარალი ან დაუგეგმავი ხარჯი.

კირჩხიბი

ეს დღე თქვენს გამძლეობას გამოცდას მოუწყობს. დაწყებული საქმე თქვენგან დაძაბულ მუშაობას მოითხოვს. გეჩვენებათ, რომ ძალა გელევათ, მაგრამ ნუ შეშინდებით და სიტუაციას ნუ გაართულებთ. ეცადეთ, ცხოვრებას მეტი ოპტიმიზმით შეხედოთ და უახლოეს მომავალში ყველა მიმართულებით წარმატებას მიაღწევთ.

ლომი

შესაძლოა, ვიღაცის გავლენაში მოექცეთ და საკუთარ პრინციპებს უღალატოთ. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარი სიჯიუტის და იმპულსურობის გამო შეიძლება ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.

ქალწული

ეს დღე სიცრუეს, არასწორ ინფორმაციას და არაკეთილმოსურნეთა ინტრიგებს უკავშირდება. ერიდეთ მკვეთრ გამოთქმებს და დაუფიქრებელ ქცევას, რაც საბოლოოდ, სანანებელი გექნებათ. შესაძლოა, მოულოდნელი კამათი ახლობელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახოს ან ფინანსური დანაკარგი მოგიტანოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური საქმიანობისთვის. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი სუფთა ჰაერზე გაატაროთ. ერიდეთ მკვეთრ გამოთქმებს და დაუფიქრებელ ქცევას, რაც საბოლოოდ, სანანებელი გაგიხდებათ. სასიყვარულო საქმეებში წარმატების იმედი არ უნდა გქონდეთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა შეძენისა და სავაჭრო ოპერაციებისთვის. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია მცირე კამათი, თუმცა მალე სიმშვიდე დაბრუნდება. ყველა ვიზიტი გააუქმეთ და დაისვენეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

საშიში დღეა. ბედი გამოცდას გიმზადებთ. შესაძლოა, ძველი პრობლემების გადასაჭრელად დიდი დრო და ფინანსები დაგჭირდეთ. პარტნიორების არაკეთილსინდისიერებამ და ცრუ დაპირებებმა შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. მოსალოდნელია კონფლიქტი ადამიანებთან, ვისზეც ფინანსურად დამოკიდებული ხართ.

თხის რქა

ეს დღე თქვენს გამძლეობას გამოცდას მოუწყობს. დაწყებული საქმე თქვენგან დაძაბულ მუშაობას მოითხოვს. გეჩვენებათ, რომ ძალა გელევათ, მაგრამ ნუ შეშინდებით და სიტუაციას ნუ გაართულებთ. ეცადეთ, ცხოვრებას მეტი ოპტიმიზმით შეხედოთ და უახლოეს მომავალში ყველა მიმართულებით წარმატებას მიაღწევთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისა და სტუმრების მიღებისთვის. ეცადეთ თავდაჯერებულად იოქმედოთ. ყურადღება მიაქციეთ შვილებს. შესაძლოა, მათ გაუჩნდეთ პრობლემები, რომლებიც თქვენს ჩარევას მოითხოვს.

თევზები

ეს დღე სიმშვიდეს და წონასწორობის აღდგენას განასახიერებს. დღის პირველი ნახევარი საქმიანი ქაღალდების გაფორმებას დაუთმეთ. მოსალოდნელია შემოწმება და ინსპექცია. ეცადეთ, მეტი დაისვენოთ. კარგი იქნება, თუ უახლოეს დღეებში ყველა ვიზიტს გააუქმებთ და შვებულებას დაგეგმავთ. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ, ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...