0 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 34 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 700 ათასს გადააჭარბა. დაღუპულია, 34 780 ადამიანი. ამერიკისა და იტალიის შემდეგ დაინფიცირებულთა რაოდენობით მალე ჩინეთს ესპანეთიც გაუსწრებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 821 დაიღუპა და 6 ათასზე მეტი პირი დაინფიცირდა. ესპანეთში, გარდაცვლილთა რიცხვი 6800-ს აჭარბებს. გარდაცვალების 750-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში. ინფიცირების შემთხვევები კი 97 ათასს აჭარბებს. "კოვიდ-19"-ის შემთხვევების რაოდენობით ისევ ლიდერობს შეერთებული შტატები, სადაც ვირუსი 142 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

სოციალური დისტანციის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები დაუწესდა ნიუ-იორკის მოსახლეობას. შეზღუდვები 30 აპრილამდე გახანგრძლივდა.  ვირუსის სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, ბოლო მონაცემებით, თურქეთში ვირუსს 131, რუსეთში 8, აზერბაიჯანში 4, სომხეთში კი 3 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება. ორგანიზაციის რეკომენდაციით, ხელების ხშირად დაბანა და ხშირი გამოყენების მყარი ზედაპირების დეზინფექცია ვირუსისგან თავის დაცვის მთავარი საშუალებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები