0 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"კორონავირუსის გამო, აფხაზეთში პანიკური ვითარებაა"

პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ კორონავირუსის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რეგიონში ამ დროისთვის პანიკური ვითარებაა. მისი განმარტებით, ვინაიდან ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპს ე.წ. არჩევნები დაემთხვა, მოსახლეობა საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამდა, თუმცა ახლა აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, გაუფრთხილებლობის გამო, ამ პერიოდში ვირუსის კერები გაჩენილიყო.

„აფხაზეთში ვითარება საკმაოდ პანიკურია. არჩევნებამდე არ ახსოვდათ კორონავირუსი, დაძაბული ვითარება იყო მაგრამ 22 მარტს, არჩევნების დღეს, რომელიც უკანონოა და საქართველოს კანომდებლობას არ შეესაბამება, ყველა აფხაზი გაოგნდა იმ უდარდელობით, თუ როგორ ჩატარდა კორონავირუსის კონტექსტიდან გამომდინარე არჩევნები. დიდი ხნის უნახავი ადამიანები ერთმანეთს ეხუტებოდნენ, კოცნიდნენ, დიდხანს არ იშლებოდნენ. ახლა ყველას ჰგონია, რომ იმ დღეებში, შეიძლება ვირუსის გავრცელების რაღაც კერები განვითარდა და ელოდებიან, რომ ეს ყველაფერი ახლა იჩენს თავს, ამიტომაც ჩაიკეტნენ ყველანაირად“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება ფსოუს ე.წ. საზღვარზე რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით ავტომობილების გაზრდილ ნაკადს, ზაქარეიშვილმა განმარტა, რომ უმრავლესობა აფხაზეთის მცხოვრებლები იყვნენ, რომლებიც ქვეყანაში არჩევნებისთვის ბრუნდებოდნენ, თუმცა მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კარანტინის არ არსებობის გამო, რუსეთის მოქალაქეებიც შევიდნენ.

„აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც არჩევნებისთვის ჩამოდიოდნენ იყვნენ ბევრი მათგანი სოჭში და კრასნოდარის მხარეში. ამიტომ ხშირად დადიან ხოლმე. ბევრი მათგანი არჩევნების დღეს მოდიოდა სამშობლოში რათა მონაწილეობა მიეღოთ. ამავე დროს, დაფიქსირდა რუსების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ან მოსკოვში მიდიოდნენ თურქეთიდან და კრასნოდარის მხარეში ჩარჩნენ, და არ უნდოდათ იქ დაბრუნება სადაც უკვე კარანტინი იყო, გაგონილი ჰქონდათ რომ აფხაზეთში კარანტინი არაა და ცოტა ხნით გავჩერდები აფხაზეთშიო. გარკვეული რაოდენობა რუსების შევიდა სწორედ ამ დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...