0 7 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ერთხელ საძროხეში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე... არის ასაკი, როცა ყველაფერი გადამდებია...“

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და თავის ისტორიას იხსენებს:

„მეგობრებო, არამეგობრებო, მოკეთეებო და მტრებო:

მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს, სადილად მსხდარმა ოჯახის წევრებმა მითხრეს - წადი ბაბუას დაუძახე, შემოგვიერთდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო; ბაბუაჩემი, ჩემი გმირი და მეზღაპრე, თხილის ბაღში მუშაობდა ხოლმე და მე ვეძახდი სადილად. მაშინც მივირბინე და შაქროს ყველაზე მაღალი თხილის ხე შეერჩია, თოკი მიება და ირწეოდა. ბაბუამ თავი ჩამოიხრჩო. მას მერე, დიდხანს, დიდხანს ვფიქრობდი ამაზე და ეს საშინელი საქმე მიმზიდველად მეჩვენებოდა. ერთხელ საძროხეში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე, ვუყურე, ვუყურე, შემეშინდა და გამოვიქეცი.

არის ასაკი, როცა ყველაფერი გადამდებია და მით უფრო ისეთი რამ, რაც ირიბ, უცნაურ და გამომწვევ საქმედ მოსჩანს.

დღეს ქუთაისში, პატარა ბარბარეს, რომელსაც facebook-ის სურათზე "ამ ცხოვრების დედაც" უწერია, წიგნები ჩავუტანე და ვუთხარი, რომ სიცოცხლე არის მშვენიერი. და სადაც შეამჩნევს, რომ ის საშინელი ხდება, უნდა იბრძოლოს, ოღონდ ჩემთან და სხვებთან ერთად უნდა იბრძოლოს.

მესმის ყველას განცდის და მეც მონაწილე ვარ თქვენი სასოწარკვეთის და გაბრაზების -

მაგრამ, ამ ცხოვრების არა, იმ ცხოვრების "დედაც" სადაც ჩვენ - მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, მშობლები, მასწავლებლები, პოლიციელ-გამომძიებლები ბავშვებს ვხოცავთ! და მოდი, მოვინდომოთ და ეს ცხოვრება ვაქციოთ უკეთესად, ნუღარ მოვფენთ ამ სლოგანებს საშიშ ნაღმებად. და ეს, უპირველეს ყოვლისა, ლუკასთვის გავაკეთოთ და სხვა დანარჩენი ლუკას ტოლების გადასარჩენად!“ -წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...