1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველებს მოუწევთ ცნობის წარდგენა, რომ აზარტულ თამაშებში არ არიან ჩართულნი

საჯარო დაწესებულებებში დასაქმების მსურველებს შესაძლოა, დამატებით ცნობის წარდგენა დასჭირდეთ, რომ აზარტულ თამაშებში არ არიან ჩართული.

ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტი მიზნად ისახავს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ და დასაქმების მსურველ პირთა აზარტული და მომგებიან თამაშობებში ჩართვის პრევენციას.

„პროექტის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დასაქმებული პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტით.

წარმოდგენილი კანონპროექტი, გავლენას მოახდენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებზე, რომლებიც ჩართულნი არიან აზარტულ და მომგებიან თამაშობებში. კერძოდ, მათ აეკრძალებათ აზარტული და მომგებიან თამაშობებში ჩართვა. სამწუხაროდ სახელმწიფო არ ფლობს არავითარ ციფრს თუ რამდენი ადამიანია ჩართული აზარტულ და მომგებიან თამაშოებებში.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასსხვა საჯარო სამსახურში ძირთადად ძალოვან უწყებებში შიდა განაწესით აკრძალულია აზარტულ და მომგებიან თამაშოებებში მონაწილეობა, ისინი სხვა პირის შექმნილი ექაუნთებით მაინც იღებენ მონაწილეობას, რაც გვაფიქრებინებს შემდეგს, რომ საჯარო მოსამსახურეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩართულია აზარტულ და მომგებიან თამაშობებში. 2018 წლის მონაცემებით, საჯარო სამსახურში სხვადასხვა ფორმით მუშაობს 283 800 ადამიანი. რაც შეეხება გავლენას მათ აეკრძლებათ აზარტულ და მომგებიან თამაშოებებში მონაწილობის მიღება და დღეს მოქმედი ექაუნთები იქნება გაუქმებული,“-ვკითხულობთ პროექტში.

ამასთან, კანონრპოექტის თანახმად, კანონის ამოქედების ვადად 2020 წლის 1-ლი სექტემბერია განსაზღვრული, რადგან აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, რათა მათ დროულად მოახდინონ ცვლილებებთან თავიანთი საქმიანობის მისადაგება.

ცნობისთვის, საქართველოში 2018 წელს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

წყარო:

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...