2 0 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“არ ვიცი რა ხდება სხვაგან, მაგრამ სვეტიცხოვლის ტაძარი, მის საძმოსთან ერთად პირწმინდად იცავს ღირსებას და ერთგულად ემსახურება ქრისტეს…ვისაც პრეტენზია აქვს, სხვას ჭკუა ასწავლოს …” – პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"კრიტიკამ ისე არ უნდა დაგაბრმავოს, რომ ობიექტური განსჯის უნარი დაკარგო. შეიძლება ბევრი რამ არ მოგწონდეს, მაგრამ ყველაფერში ცუდის დანახვა, მხოლოდ ბოროტებას ემსახურება.

ამდენ ნეგატიურ ამბებთან ერთად დადებითის არშემჩნევა, უბრალოდ, არჩევანია, ძალიან ცუდი არჩევანი. სვეტიცხოვლის საპატრიარქოს ტაძრის წინამძღვარი სტუმრობდა ათენის უნივერსიტეტს, მაშინ, როცა აქ, ჩვენ ქვეყანაში უწმინდესს ზურგში ლახვარს ვუმიზნებდით… მანამდე არც მამა სერაფიმე დაინდეს და ათასი დემაგოგიით გაჯერებული სტატიები გამოაქვეყნეს… თითქოს სვეტიცხოვლის ტაძარში მირონი იყიდება… ვისაც გონება უჭრის, ვინც ჩახედულია საეკლესიო პრაქტიკაში, ადვილად მიხვდება, რომ მირონს ასე თავისუფლად ვერ იყიდი… სურნელოვანი ზეთები კი, არა მხოლოდ აქ, ყველა ქვეყანაში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. 

ისედაც ბევრმა იცის, სახარებისეული ე.წ. ნარდი (სურნელოვანი ზეთის სახეობა) უფლის საცხებლად გამოიყენებოდა. დღემდე იერუსალიმში, გარდამოხსნაზე ხშირად წავაწყდებით მომლოცველების მიერ… წმ. გიორგის საფლავიც ასეთი სურნელებით არის გაჯერებული… თითიდან გამოწოვილი, იაფფასიანი ავანტიურით სხვას შეურაცხყოფას ვერ მივაყენებთ, მაგრამ საკუთარ თავს სასაცილოდ ვიგდებთ, საფრთხესაც ვუქმნით და ჩვენი ბრძოლა ჭეშმარიტებისათვის ქარის წისქვილების დევნას ემსგავსება… არ ვიცი რა ხდება სხვაგან, მაგრამ სვეტიცხოვლის ტაძარი, მის საძმოსთან ერთად პირწმინდად იცავს ღირსებას და ერთგულად ემსახურება ქრისტეს კვართს, რაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევასთან ერთად, მამა სერაფიმეს უდიდესი დამსახურებაა.

 ვისაც პრეტენზია აქვს, სხვას ჭკუა ასწავლოს და წმინდა წერილსაც ჩაებღაუჭოს, კარგად ემახსოვრება- "ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმსხვრევა, ვისაც ეს ქვა დაეცემა, გასრესს!..” ისე, საუკეთესო გამოსავალი იქნება, მანკიერებასთან ბრძოლა ყველამ საკუთარი თავიდან დაიწყოს და ადამიანები შეიყვაროს, რადგან რჯულის აღსრულება სიყვარულია!.."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...