1 1 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ჭკუათმყოფელი რუსთავი 2-ზე დარჩება? ” – ვინ მიდის და ვინ რჩება ტელეკომპანიაში

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის „სხვა შუადღის“ წამყვანები ამ დრომდე  რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

„პრაიმტაიმი“ „სხვა შუადღის“ წამყვანებს დაუკავშირდა. როგორც წამყვანმა და მსახიობმა ბაია დვალიშვილმა თქვა, ის რუსთავი 2-ზე არ რჩება.

„ჭკუათმყოფელი რუსთავი 2-ზე დარჩება? არც მე ვრჩები, რა თქმა უნდა“  – დასძინა ბაია დვალიშვილმა.

„პრაიმტაიმი“ თიკა ფაცაციასაც დაუკავშირდა. როგორც წამყვანმა და მომღერალმა განაცხადა, ის შვებულებაშია და ჯერ გადაწყვეტილება რჩება თუ არა რუსთავი 2-ში არ მიუღია.

„შვებულებაში ვარ და ჯერ არაფერი არ ვიცი. როცა გამოვალ მერე გავაკეთებ კომენტარს“ – ამბობს თიკა ფაცაცია.
primetime.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები