0 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„სრულ გაუგებრობაში ვართ"- დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი ხელისუფლებაზე

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი, საქართველოს ხელისუფლებას არაადეკვატურ ქმედებებსა და განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სახელმწიფოს რეალურად ხელთ აქვს უამრავი ინსტრუმენტი, რომ დავით გარეჯში აზერბაიჯანელების მიერ დაწყებული სამუშაოები შეაჩეროს.

არქიმანდრიტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პირველ რიგში საერთაშორისო საზოგადოებას უნდა გააგებინოს, რომ დავით გარეჯი ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამ ტერიტორიაზე ბულდოზერებით მუშაობა არ შეიძლება.

„სრულ გაუგებრობაში ვართ, ეს პროცესი არ მოითხოვს მაინცდამაინც სამხედრო კონფლიქტებზე საუბარს. სახელმწიფოსგან არის უამრავი ინსტრუმენტი, რითაც შეიძლება ეს პროცესი შეაჩეროს, ანუ გააგებინოს საერთშორისო საზოგადოებას, რომ აზერბაიჯანი ყოველგვარ სტანდარტს არღვევს ურთიერთობის, რომ სასაზღვრო ზონაში ახორციელებს ამგვარ სამუშაოებს, რომ ეს არის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომ ამგვარი სამუშაოების წარმოება ამ ძეგლზე არ შეიძლება და ვანდალიზმია, არ შეიძლება ასევე მათი კანონმდებლობით შეიქმნა ამ მხარეს მუზეუმ ნაკრძალი, მუზეუმ ნაკრძალში როგორ შეიძლება ბულდოზერებით თხრა, თავის თავსაც ეწინააღმდეგებიან აზერბაიჯანელები ამ შემთხვევაში.

მე იმათი საკანონმდებლო დანაშაული არ მაინტერესებს, მაგრამ მე ჩვენს მხარეს ვიძახი, რომ ადეკვატური არ არის, არც საქციელია ადეკვატური და არც განცხადებებია ადეკვატური, რა თქმა უნდა,“-ამბობს მამა კირიონი.

დავით გარეჯში აზერბაიჯანელები უკვე მეორე დღე გზის გასაყვან სამუშაოებს აწარმოებენ. ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც დილიდან შეუჩერებლად მუშაობს.

მომლოცველებს და ადგილობრივებს ამ მონაკვეთზე გადაადგილების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

პ.ს. კომენტარი არქიმანდრიტმა "პირველ რადიოსთან" გააკეთა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...