0 4 : 0 1
 | 

საზოგადოება

მეტროსადგურები პარალიზებულია - მგზავრების გადაყვანა ვერ ხერხდება

თბილისის თითქმის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. შეფერხება სადგურის მოედანზე მატარებლის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. 

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, ამ დროისთვის მგზავრებს მხოლოდ საბურთალოს ხაზი ემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე წუთია, მეტროსადგურებში მგზავრების გადაყვანა ვერ ხერხდება.

მათი განმარტებით, პრობლემა მას შემდეგ აღმოიფხვრება, რაც სადგურის მოედანზე გაჩერებულ მატარებელს, რომელსაც ტექნიკური ხარვეზი აქვს, მოსაბრუნებელ ჩიხში გადაიყვანენ.

სარეკლამო ადგილი - 46
850 x 250

კომენტარები

მსგავსი სიახლეები