1 5 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დიდი სკანდალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში და ფარული მოლაპარაკება, რომლის დეტალები itv.ge-მ გაარკვია

itv.ge-ს ექსკლუზივი: აზერტელეკომის სახელით, კავკასუს ონლაინთან და მის მფლობელ ხვიჩა მაქაცარიასთან მოლაპარაკებებს, ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გაყიდვის შესახებ, ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი აწარმოებს.

მართალია, გიგა ბედინეიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა რომ კომერციულ საკითხებზე საჯაროდ არ საუბრობს, თუმცა, სამაგიეროდ, სომხეთის მთავრობასა და მედიაში უკვე ღიად ალაპარაკდნენ იმ რისკებზე, რომლებიც შესაძლოა, კავკასუს ონლაინის მიერ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის აზერტელეკომისათვის მიყიდვამ გამოიწვიოს.

ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-მ ქართულ მედიაში პირველმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კავკასუს ონლაინის მფლობელი, ხვიჩა მაქაცარია (მან მოლაპარაკებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მეწილეებს წილი დაათმობინა), იმ 1200 კილომეტრიანი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გაყიდვაზე ფიქრობს, რომლითაც საქართველო, სომხეთი, აზერბაინაჯისა და ირანის ნაწილი ინტერნეტით მარაგდება.

სომხეთში შიშობენ რომ თუ აზერტელეკომმა ხელში ჩაიგდო კავკასუს ონლაინის 1200 კილომეტრიანი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი, აზერბაიჯანს შეეძლება გააკონტროლოს როგორც ქართული, ისე სომხური ინტერნეტ-სივრცე და ის საკომუნიკაციო არხები, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება.

საქართველოში კი, ამ თემას ჯერჯერობით ტაბუ ადევს და კავკასუს ონლაინის მენეჯმენტი, რომლის უკან რეალურად ბიძინა ივანიშვილი დგას, დუმს...

მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ სომხეთში პრესაც აჭრელებულია და საერთაშორისო ფორუმებზეც აქტიურად განიხილავენ „საფრთხეს, რომელიც შესაძლოა საქართველო-აზერბაიჯანის ფარული გარიგებით წარმოიქმნას“.

itv.ge დეტალების გარკვევის მიზნით, ეკონომისტ გიგა ბედინეიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენი ინფრორმაციით, აზერტელეკომის სახელით ეკონტაქტება კავკასუს ონლაინის მფლობელსა და დირექტორს...

ბედინეიშვილი კომერციულ საკითხებზე საჯაროდ არ საუბრობს, თუმცა, უპასუხოდ ტოვებს კითხვას: როდის შეხვდით ბოლოს კავკასუს ონლაინის მფლობელს, ხვიჩა მაქაცარიას ან დირექტორს, გიორგი შანიძეს?

- ბატონო გიგა,ვენთვის ცნობილი გახდა რომ თქვენ აზერტელეკომის სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებთ კავკასუს ონლაინთან, 1200 კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვაზე... რა ეტაპზეა მოლაპარაკება?

-გიგა ბედინეიშვილი: კომერციულ საკითხებზე საჯარო კომენტარებს არ ვაკეთებ. თუ ეკონომიკურ პოლიტიკაზე გაინტერესებთ რამე, მკითხეთ.

- იმდენად, რამდენადაც ეს საკითხები უკავშირდება უსაფრთხოების თემას, გთხოვთ აგვიხსნათ, რა სახით ხართ ჩართული ამ მოლაპარაკებებში?

- თქვენს უსაფრთხოებას თუ რამე ემუქრება, მიმართეთ პოლიციას.

-აზერტელეკომთან რა კავშირი გაქვთ და როდის შეხვდით ბოლოს კავკასუს ონლაინის მფლობელს, ხვიჩა მაქაცარიას ან დირექტორს, გიორგი შანიძეს?

- არ მაქვს კავშირი.

itv.ge-მ ჩაწერა კავკასუს ონლაინის დირექტორი, გიორგი შანიძეც, რომელიც აცხადებს რომ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გაყიდვაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. თუმცა, შანიძე ვერ ხსნის იმ ფაქტს, თუ რატო საუბრობს აზერბაიჯანული და სომხური მედია ამ თემაზე, ასე აქტიურად.

„რაც ინფორმაციაც გავრცელდა უცხოურ და ქართულ მედიაში, ამასთან დაკავშირებით ჩვენ პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ და აღვნიშნეთ, რომ არანაირი მოლაპარაკებები ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გაყიდვაზე, არ მიმდინარეობს“, - უთხრა კავკასუს ონლაინის დირექტორმა, itv.ge-ს.

რაც შეეხება კავკასუს ონლაინის მფლობელს, ხვიჩა მაქაცარიას, რომელმაც ჯერ მეწილეები გაუშვა კომპანიიდან და შემდეგ შეუდგა თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას, ის, ჩვენი ინფორმაციით, დუბაიში იმყოფება და მისი და მოქმედი ჩინოვნიკების ერთობლივი ბიზნეს-ინტერესების შესახებ საინტერესო სიახლეებს მალე შემოგთავაზებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...