0 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რუსთავში წითელას ინფექციით 60 წლის კაცი გარდაიცვალა


რუსთავში 60 წლის მამაკაცი ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა. 


პაციენტს გრიპი ჰქონდა რასაც თან დაერთო წითელა. რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ რომ პაციენტი შეიყვანეს პნევმონიით, მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

 კაცი რამდენიმე დღე იწვა საავადმყოფოში, შემდეგ კი გამოთქვა სურვილი რომ მკურნალობას ბინაზე გააგრძელებდა. ბინაზე მკურნალობის გაგრძელება არ მოხერხდა. რის გამოც მამაკაცს ტემპერატურამ აუწია და ისევ ცუდად გახდა.

 "ავადმყოფობა გრიპით დაეწყო, რომელიც გართულდა პნევმონიით, შემდეგ უკვე დაერთო ვირუსული ინფექცია წითელას სახით, რის გამოც მისი პნევმონია დამძიმდა. მეხუთე დღეს უკვე წითელამ თავი აქტიურად იჩინა, ამიტომ გადაყვანილ იქნა ინფექციურ კლინიკაში. სავარაუდოდ ეს იყო გრიპი, თანხვედრი ბაქტეროლოგიური პნევმონიაც, რასაც დაემატა წითელა პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა", - განაცხადეს "კლინიკა რუსთავში". 
ინფო რუსთავი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები