0 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გამოცხადებული ღალატის ქრონიკა - ზურაბიშვილის მრჩეველი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის მომხრეა

მაშინ, როდესაც ვენესუელას პროგრესული ოპოზიცია აცხადებს რომ უკან წაიღებს მადუროს რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს, სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი, ოკუპირებულ ტერიტორიებს სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად განიხილავს.

კრემლის და ბიძინა ივანიშვილის ფავორიტმა, სალომე ზურაბიშვილმა მრჩევლად, კონფლიქტებისა და ოკუპირებული რეგიონების საკითხში მაია ცაბოევა დანიშნა, რომელიც მიიჩნევს რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარება "მხოლოდ დროის საკითხია".

გაყალბებით და ძალადობით გაპრეზიდენტებული ზურაბიშვილი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია და ხელი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტზე მიუწვდება, ისევე როგორც მის მრჩეველს, რომელიც პირდაპირ და ღიად ახმოვანებს ოკუპანტებისა და სეპარატისტების ოცნებას - ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას.

"არასოდეს თქვა არასოდესო, ხომ გაგიგონია? ხოდა ეს ის შემთხვევაა...

დღეს, საქართველოს ტერიტორიაზე არის 2 სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელსაც აღიარებს თუ არა, დანარჩენი მსოფლიო - ეს დროის და კონკრეტული საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურის ამბავია", - წერდა მაია ცაბოევა "ფორუმ.ჯიზე", "ალდეს" ფსევდონიმით და არ მალავდა რომ ის ამ რეგიონების დამოუკიდებლობის მომხრეა.


გთავაზობთ ფორუმზე გამართული დისკუსიიდან ამონარიდებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ იმაზე, თუ ვის და რატომ ასაქმებს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

"- კიდევ ერთხელ გეკითხები, რისთვის იბრძვით ოსები?"

მაია ციბოევა (ალდე):
რახან მასეა, ახლა რომ დავიწყებ წერას, მერე არ ატეხონ მავანმა კრიახი, აი ეს სეპარატისტი ალდე, თურმე რა ქონებია გულში, და რისთვის იბრძვისო...

ოსები იბრძვიან იმისთვის, რაც ყველა ხალხს უნდა - იბრძვიან იმისთვის, რომ საკუთარი ადგილი მოიპოვონ მზის ქვეშ.

ამ ეტაპზე ხვდებიან, რომ ამას მხოლოდ რუსთან ერთად კი არა, რუსის მხარდაჭერით მოახერხებენ.

ხვდებიან კი არა, უკვე ფაქტია, რომ რაზეც საუკუნეები ვერ იოცნებებდნენ, მათ სახელწიფოებრიობას სულ პატარა, მაგრამ მაინც ფესვი გამოუჩნდა.

გაიხარებს თუ არა ეს ფესვი? არ ვიცი - ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე - როგორც სუბიექტურზე, ისე ობიექტურზე.

ფაქტია რომ 21 საუკუნეებში ასეთ ურესურსო ტერიტორიებსაც კი, შეიძლება შანსი გაუჩნდეთ სახემწიფოებრიობის გაფორმებისა და ამის პირველი ნიშნები უკვე ჩანს!

lasha123456: რუსს ვისთვის დაუყრია ხეირი თქვენ რო მოგიტანოთ...

მაია ციბოევა (ალდე):
რუსი და ოსი რამენაირად ამ ეტაპზე განსაკუთრებით, თავად მორიგდება, შენ ნუ იდარდებ მათ ურთიერთობებზე

ახლა მავანმა რომ შემახსენოს რუსმა რა უქნა ოსებს ბესლანშიო, იმასაც ვეტყვი, რომ კი, მასე იყო, მარა რუსს არ აურჩევია ბესლანი, ეს ტერორისტებმა აირჩიეს და ტერორიტებს შუა მოსკოვშიც როგორ გაუსწორდა პუტინი თეატრში და რამდენი რუსი შეეწირა ამას, კი უნდა იცოდეთ.

silver_ranger: შენ გჯერა რომ ცხინვალს, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას?


მაია ციბოევა (ალდე):
აღდგომა და ხვალეო. გადახედე თუნდაც ფურნიეს განცხადებას. და კიდევ - ღმერთმა ნუ ქნას, მე უახლოეს დღეებში ერთი დოკუმენტი გამიხდეს დასადები, სადაც სამხრეთ ოსეთი თითქმის აღიარებულია უკვე ირიბად, როგორც სახელმწიფო!!!

lasha123456: არასოდეს არ ქონია ოსებს სახლმწიფო სარათველოს ტერიტორიაზე და არც ექნებათ, დღეს რაც არის, ეგეც არა სახელმწიფო, არამედ, ოკუპირებული ტერიტორიებია.

მაია ციბოევ (ალდე)
: არასოდეს თქვა არასოდესო, ხომ გაგიგონია? ხოდა ეს ის შემთხვევაა...

დღეს საქართველოს ტერიტორიაზე არის 2 სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელსაც აღიარებს თუ არა, დანარჩენი მსოფლიო - ეს დროის და კონკრეტული საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურის ამბავია".

"აიტივი.ჯიმ" მაია ცაბოევასთან დაკავშირება რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ...

გაპრეზიდენტების შემდეგ, სატელეფინო ზარებს აღარ პასუხობს ლავროვისა და ივანიშვილის ფავორიტი ზურაბიშვილიც, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარი გერის, ნათესავებისა და დაქალების დასაქმების ადგილად აქცია.

არადა, გვაინტერესებდა, რა უნდა ურჩიოს მაია ცაბოევამ ზურაბიშვილს კონფლიქტების საკითხებში მაშინ, როდესაც ღიად უჭერს მხარს ოკუპანტებსა და ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტული ხელისუფლების პოლიტიკას?

თუმცა, როგორც ჩანს, ზურაბიშვილისა და მისი ადმინისტრაციისათვის პრიორიტეტი არა მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა, არამედ, კრემლის ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდაა, რომელიც ხალხის გაღარიბების პარალელურად, ჩვენ პატარა ქვეყანას ბნელი რუსეთისაკენ მიაქანებს.

იხილეთ ბმული

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...