0 5 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბინებში ბუნებრივი აირისა და მხუთავი აირის დეტექტორების დამონტაჟება შესაძლოა, აუცილებელი გახდეს

ბინებში ბუნებრივი აირისა და მხუთავი აირის დეტექტორების დამონტაჟება შესაძლოა აუცილებელ პირობად იქცეს. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დედაქალაქის მერიაში პირველი სამუშაო შეხვედრა მერიისა და კომპანია "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლების შეხვედრაზე შედგა. 

„საწყის ეტაპზე ამ ჩვენ შეიძლება წავიდეთ იმაზე, რომ ძველ კორპუსებში შევთავაზოთ ეს პაკეტი მოსახლეობას და გავიზიაროთ ამ მიმართულებით მათ შორის ხარჯებიც, მაგრამ სამომავლოდ და ძალიან მალე ეს უნდა გახდეს ყოვლად სავალდებულო ყველასთვის, იმიტომ, რომ მოსახლე, რომელიც არ ზრუნავს საკუთარ უსაფრთხოებაზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საკუთარ ოჯახს, არამედ ყველა მეზობლებსაც,“ -აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა.

„ცვლილებები განსახორციელებელი იქნება კანონმდებლობაში. ასევე არის საუბარი მომხმარებლის პასუხისმგებლობის გამკაცრებაზეც. უფრო ზუსტად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებების ასახვაზე,“- ამბობს მილორავა.

თბილისის მერიამ და კომპანია " ყაზტრანსგაზმა" პრევენციულ ღონისძიებების გატარებაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დედაქალაქის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე შესახლების შეზღუდვასაც შეეხო.

„ვმსჯელობთ იმაზე, რომ დავაბრუნოთ რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიღებამდე ცხოვრების, შესახლების შეზღუდვას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია და ზოგადად ექსპლუატაციაში მიღებაც მიღებას გაზის სისტემის და ელექტროსისტემის გამართულობას და მის ექსპლუატაციაში მიღებას, ანუ კორპუსი არ ჩაიბაროს მერიამ მანამ, სანამ შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიები არ დაადასტურებენ, რომ იქ სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ქსელის გაყვანა და მისი მონტაჟი,“- აცხადებს ხმალაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები