0 2 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"როგორ ჩაიგდეს ხელში თბილისის გაზის სისტემა კალაძემ და კომპანიამ"

პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს , სადაც დეტალურად წერს იმის შესახებ, თუ "როგორ ჩაიგდო ხელში თბილისის გაზის სისტემა კალაძემ და კომპანიამ:

"როგორ ჩაიგდეს ხელში თბილისის გაზის სისტემა კალაძემ და კომპანიამ:

-თბილგაზი ყაზახურმა სახელმწიფო კომპანიამ იყიდა და ”ყაზტრანსგაზი” უწოდა. 

-”ყაზტრანსგაზი” ყიდულობდა გაზს ქართული სახელმწიფო გაზის კომპანიისაგან (რომელიც შახ-დენიზიდან გვეკუთვნოდა), არ იხდიდა ფულს, დაუგროვდა 80 მილიონი ვალი და დროებით მართვაში აიყვანა საქართველოს ხელისუფლებამ 2009 წელს. ბოლო ექვსი წელი კალაძის ხალხი მართავდა( ძარცვავდა) მას. 

-ნაცვლად ვალების გასტუმრებისა და ბიზნესის მესაკუთრეებისათვის დაბრუნებისა, დროებითმა მმართველობამ ვალები არა თუ გაისტუმრა, 100 მილიონ ლარამდე გაზარდა იგი. ვალი ბიუჯეტმა გადაიფორმა. 

-ყაზახურმა მხარემ უჩივლა საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს მთავრობას იმის გამო, რომ თითქმის ათი წელია მის ქონებას სხვა ხმარობს, ვალებს არ ისტუმრებს და მესაკუთრე განიცდის ზარალს. ითხოვდნენ რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს ზარალის ასანაზღაურებლად. 

-საქართველოს მთავრობამ მოსალოდნელი მარცხის ასაცილებლად( რომელშიც თავადაა დამნაშავე) გადაწყვიტა ყაზახებთან მოლაპარაკება, სინამდვილეში გადაწყვიტა კორფციული სქემით თბილისის გაზის სისტემის ხელისუფლების მაღალჩიმოსნების და მათთან დაახლოებული ბიზნესმენებისათვის ჩალისფასად შეძენა. 

-ყაზახებმა გამოიტანეს არბიტრაჟიდან სარჩელი, მთავრობამ კი 100 მილიონი საბიუჯეტო დავალიანება ჩამოაწერა ყაზტრანსგაზს. 

-ყაზახებმა ოფშორში დარეგისტირებულ ქართველების კომპანიას, რომლის დამფუძნებლების ნაწილი ცნობილია კალაძესთან სიახლოვით, ხოლო ნაწილი არის გასაიდუმლოებული, მიჰყიდეს ყაზტრანსგაზი მის საბაზრო ღირებულებაზე ბევრად იაფად. 

-იზარალა საქართველოს სახელმწიფომ( ბიუჯეტმა), იზარალა ყაზახეთის სახელმწიფომ( დაკარგა ინვესტიციების ნაწილი), იხეირა ყაზახმა ჩინოვნიკებმა( ”ატკატს” მიიღებდნენ ნაღდ ფულში), იხეირა ქართველმა მაღალჩინოსნებმა და მათმა მოკავშირეებმა. 

-ზარალობს ქართული სახელმწიფო იმის გამოც, რომ თბილისის გაზის სისტემას( მის ამჟამინდელ მესაკუთრეებს) ასუბსიდირებს მთავრობა. ახლახან ტარიფები ნაწილობრივ გაზარდეს და დანარჩენი ხარჯები იფარება ბიუჯეტიდან. ამას ხალხზე ზრუნვით გაამართლებენ, სინამდვილეში კი გაზის კომპანიის მესაკუთრეთა მოგებაზე ზრუნავენ. 

-პერსპექტივაში, თბილისის გაზის სისტემას( ჯერჯერობით კვლავ ”ყაზტრანსგაზი” ჰქვია) ემუქრება გაზპრომზე ან რომელიმე რუსულ კომპანიაზე გაყიდვა, რადგან ისინი გადაიხდიან ორმაგ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს. ეს არის ამ მაქინაციის საბოლოო მიზანი. 

რაც ზემოთაა აღწერილი, არის ყველაზე ღია და თავხედური კორუფციული გზით ხალხის სიმდიდრის მიტაცება. ეს არის პირდაპირი დანაშაული, რომლის მონაწილეები აუცილებლად დაისჯებიან." - წერს რომან გოცირიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...