1 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა სპეციალისტები შეისწავლიან

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა, ამ წუთებში ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს. 

ადგილზე მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც შესწავლის შემდეგ დადებენ დასკვნას, არის თუ არა კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო.

ექსპერტები არ აკონკრეტებენ, თუ რა დრო დასჭირდება კვლევას, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ სახლი საცხოვრებლად ვარგისი იყოს და მისი დემონტაჟის საჭიროება არ დადგეს.

„ვნახოთ არსებული კონსტრუქციები რამდენად საიმედოა. რამე პრობლემა შეექმნება თუ არა მოსახლეს მერე. სარია სვეტები და რიგელები, მანდ არის დაზიანებული ტიხრები და კედლები, რომელიც შევსებაა ამ სვეტების",-ამბობს თბილისის მერიის წარმომადგენელი ზურა ზედგენიძე.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები