1 0 : 4 4
 | 

საზოგადოება

,,გაჩერებული იყო გული, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა" -აფეთქების შედეგად 4 წლის მოზარდი გარდაიცვალა

აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ოთხი წლის ბიჭია. მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა. 

„პაციენტი მოყვანილ იქნას 20:30 საათზე, 112-ის ბრიგადის მიერ, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში. ანუ გული იყო გაჩერებული და აღენიშნებოდა მრავლობითი ქალას ძვლების მოტეხილობა, ლიქორეა ყურიდან, მაგარი გარსი თავის ტვინის იყო დაზიანებული,“ - აღნიშნა ექიმმა.
სავარაუდოდ, , 4 წლის ბავშვის მშობლებიც დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლნენ. 

კლინიკა "იმედში" იმყოფებიან არასრულწლოვნის ნათესავები. ბავშვს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. 

აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე 20:30 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 6.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები