0 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მეექვსე სართული, სადაც მოხდა აფეთქება, სრულიად ჩაბნელებული იყო... ქალის ხმა ისმოდა: "რა ხდება, სად ვარ? "- ფოტოგრაფი, რომელმაც აფეთქების ადგილზე ფოტოები გადაიღო

დიდ დიღომში, აფეთქების ადგილას, ფოტოკორესპონდენტი გიორგი ჟამერაშვილი სრულიად შემთხვევით მოხვდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აფეთქების ადგილი მოინახულა და პირველი, ექსკლუზიური ფოტოები სააგენტო "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა.

mshoblebi.ge გიორგის დაუკავშირდა. ვთხოვეთ მოეყოლა, რა დახვდა შემთხვევის ადგილზე:

- გვერდით კორპუსში, 200-300 მეტრში გახლდით მეგობართან სტუმრად. უცებ გავიგეთ აფეთქების ხმა, მთელი კორპუსიშეაზანზარა. მივხვდი, რაღაც საშინელება მოხდა... არც დავფიქრებულვარ, მაშინვე ავიღე ჩემი აპარატი და გამოვვარდი კორპრუსიდან. ჯერ იქვე ვკითხე თვითმხილველებს, რა ხდებოდა. მერე გამოვიქეცი ამ კორპუსისკენ. აქაც ბევრი ხალხი დამხვდა, გვერდით კორპუსებიდან იყვნენ გამოსულები... ყველაფერს ვიღებდი ირგვლივ... თავიდან სიბნელე იყო და ცოტა რომ მივაჩვიე თვალი, უკვე მერე გადავწყვიტე შესვლა... ვიფიქრე, იქნებ დახმარებაც დსჭირვებოდა ვინმეს და ორ საქმეს ერთად გავაკეთებდი. 
რომ შევედი, დამხვდა საშინელი სურათი - დიდი წნევისგან, აფეთქებისგან ლიფტის ყველა კარი ამოვარდნილი, მეოთხე სართულიდან და ზემოთ ბინების კარებიც დაზიანებული... ყველაფერი ჩამონგრეული დამხვდა ამ სართულებზე. საშინელი სიტუაცია გახლდათ, ძალიან დამთრგუნველი. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, იმ წუთასშიშზე არ ვფიქრობდი... იყო საფრთხე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ასვლა... ესაა ჩემი სამსახური და ესაა ჩემი პროფესია, რომ გადავიღო.

...კიბეებზე შემხვდა მამაკაცი ბავშვით ხელში. მამაკაცი პულსს უსინჯავდა ბავშვს, უსმენდა, ცოცხალი იყო თუ არა. გონება ჰქონდა დაკარგული, სავარაუდოდ და ცოცხალი იყო. ჩაიყვანა ქვემოთ და მე მოვასწარი რამდენიმე კადრის გადაღება...
მეექვსე სართული, სადაც მოხდა აფეთქება, სრულიად ჩაბნელებული იყო... ქალის ხმა ისმოდა: "რა ხდება, სად ვარ?"
სამაშველო ძალიან სწრაფად მოვიდა... რომ დაიწყეს მუშაობა, უცებვე, იმავე ოთახში, სადაც პირველი ცხედარი ვიპოვეთ, ქალბატონის, ნახეს მეორე ცხედარი - მამაკაცის... 
აფეთქება სადაც მოხდა, იმის ზედა სართულზეც, მეშვიდეზეც ისმოდა მამაკაცის ყვირილის ხმა. სავარაუდოდ, ოჯახის წევრებს ეძახდა. იქ ასვლა ვეღარ მოვახერხე, სამაშველო სამსახურმა და პოლიციის თანამშრომლებმა მთხოვეს, დამეტოვებინა ტერიტორია...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...